თავში

ინვესტიციების სიდიდით გაერთიანებული სამეფო პირველ ადგილზეა

ინვესტიციების სიდიდით გაერთიანებული სამეფო პირველ ადგილზეა
ინვესტიციების სიდიდით გაერთიანებული სამეფო პირველ ადგილზეა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის დაზუსტებული მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2019 წელს 1 310.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელს 0.3 პროცენტით აჭარბებს, ხოლო 2019 წლის წინასწარ მონაცემზე 3.4 პროცენტით მეტია. 

როგორც საქსტატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, სამი უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნის წილმა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების საერთო მოცულობაში, 2019 წელს 41.6 პროცენტი შეადგინა. პირველ ადგილზე გაერთიანებული სამეფო იმყოფება 18.0 პროცენტით, მეორეზე თურქეთი 13.4 პროცენტით, ხოლო მესამე ადგილს, 10.2 პროცენტით, ირლანდია იკავებს.

აღსანიშნავია, რომ 2019 წელს სამი უმსხვილესი სექტორის წილმა (განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით) 50.4 პროცენტი შეადგინა. ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია საფინანსო სექტორში განხორციელდა და 272.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც პირდაპირი უცხოური ინვესტიციების საერთო მოცულობის 20.8 პროცენტია. მეორე ადგილზე იმყოფება ენერგეტიკის სექტორი 261.6 მლნ. აშშ დოლარით,ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა ინვესტიციების სიდიდით მესამე ადგილზეა, ხოლო განხორციელებული ინვესტიციების მოცულობამ სექტორში 126.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system