თავში

იპოთეკურ სესხებში სუბსიდირების პროგრამის ბენეფიციართა წილი 33.9%-ია

იპოთეკურ სესხებში სუბსიდირების პროგრამის ბენეფიციართა წილი 33.9%-ია

6 ივლისიდან გაცემულ გაცემულ იპოთეკურ სესხებში სუბსიდირების პროგრამის ბენეფიციართა წილი 33.9%-ია. სუბსიდირებული სესხები +0.3 პპ წინა კვირასთან შედარებით 

ამის შესახებ აღნიშნულია "თიბისი კაპიტალის" ყოველკვირეულ ეკონომიკურ მიმოხილვაში. 

დოკუმენტის მიხედვით, ახალი გაცემული იპოთეკური სესხები 1-15 ნოემბერში წლიურად 18%-ით არის შემცირებული.

მთავრობა იპოთეკური სესხების სუბსიდირების გაგრძელებას არ გეგმავს.

12 ნოემბრის მდგომარეობით თბილისში ბინების გაყიდვების რეგისტრაციის 7-დღიანი საშუალოს წლიური ცვლილება უარყოფით ნიშნულზეა და -2% შეადგინა.

საქართველოს მთავრობის მონაცემებით, იპოთეკური სესხების სუსბსიდირების პროგრამის ფარგლებში სექტემბრის ჩათვლით 364 მილიონი ლარის სესხები გაიცა. ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის თანახმად, პროგრამით სულ 3,823 მსესხებელმა ისარგებლა.

შეგახსენებთ, შეგახსენებთ, იპოთეკურ სესხებზე სუბსიდია გაიცემა არაუმეტეს 200 000 ლარიან სესხებზე და სარგებლობა შეუძლიათ მხოლოდ მათ, ვინც 01/06/2020 - 01/01/2021 პერიოდში აიღებს იპოთეკურ სესხს ახალ აშენებული ბინის შესაძენად.

დადგენილების მიხედვით, ძალაშია ჩამკეტი მექანიზმი, თუ რეფინანსირების განაკვეთი 5%-ს გაუტოლდება, სახელმწიფო თანადაფინანსებას წყვეტს. დაფინანსება აღდგება იმ შემთხევვაში, თუ რეფინანსირების განაკვეთი კვლავ 5%-ზე მაღალი იქნება.

წესების მიხედვით, განსაზღვრულია ფიქსირებულ და ცვლად განაკვეთში იპოთეკური სესხების გაცემის მოდელი. ორივე შემთხვევაში თანადაფინანსების წილი არა უშუალოდ 4%, არამედ „არაუმეტეს 4%-ია“. შესაძლებელია სხვადასახვა პერიოდის განმავლობაში მთავრობის თანადაფინანსება აუცილებლად 4%-ის ტოლი არ იყოს.

ფიქსირებული განაკვეთის სესხების შემთხვევაში თანადაფინანსების სტრუქტურა გამოითვლება ფორმულით - ხელშეკრულების გაფორმების დროს არსებულ რეფინანსირების განაკვეთს მინუს 4.25%-ით. ეს დღეს არსებულ ვითარებაში 8.25%-ს მინუს 4.25%-ია, რაც 4%-ს შეადგენს. იმ შემთხვევაში თუ წლის ბოლომდე რეფინანსირების განაკვეთი შემცირდება და მაგალითად 8% გახდება, მაშინ თანადაფინანსების პროცენტი 4%-ის ნაცვლად 3.75% იქნება.

პროგრამის ბიუჯეტი 70 მლნ ლარია.

"აწარმოე საქართველოში-მ“ იპოთეკური კრედიტების მხარდამჭერ პროგრამა დაიწყო. პროგრამა მოიცავს ორ კომპონენტს - კომერციულ ბანკში აღებული სესხის პროცენტის თანადაფინანსების ნაწილი და კომერციულ ბანკში აღებული იპოთეკური კრედიტის საგარანტიო ნაწილი. აღნიშნული კომპონენტებით სარგებლობა ერთ სესთან მიმართებით შესაძლებელია, როგორც ცალ-ცალკე, ასევე პარალელურად.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system