თავში

იპოთეკური სესხების 30% სუბსიდირებულია

იპოთეკური სესხების 30% სუბსიდირებულია
იპოთეკური სესხების 30% სუბსიდირებულია

3 აგვისტოს მონაცემებით, ბოლო 7 დღის განმავლობაში გაცემული იპოთეკური სესხების წლიურმა ცვლილებამ 14% შეადგინა. 6 ივლისიდან დღემდე გაცემული იპოთეკური სესხების 30% კი სუბსიდირების პროგრამის ბენეფიციარია. ამის შესახებ თიბისი კაპიტალის კვლევაშია აღნიშნული.  არსებული მონაცემით, აღნიშნულ პერიოდში თბილისში ბინების გაყიდვების ზრდის 7 დღის საშუალო მაჩვენებელი მცირედით შემცირდა და ამჟამად იგი წინა წლის -16%-ს შეადგენს, წინა კვირის -6%-თან შედარებით.

კვლევაში ყურადღებას იპყრობს ასევე დასაქმებასთან დაკავშირებული სტატისტიკა. ირკვევა, რომ ამ მიმართულებით მკვეთრი აღდგენაა. კერძოდ, დაახლოებით 47 ათასზე მეტ ადამიანს ჩაერიცხა ხელფასი ივნისში. მაისის მონაცემით, 91 ათასით ნაკლებმა ადამიანმა მიიღო ხელფასი თებერვალთან შედარებით, ხოლო ივნისში ეს რიცხვი შემცირდა. 

გარდა ამისა, თიბისი ბანკის მონაცემებით, ივლისში მაისთან შედარებით ბევრ ძირითად ინდუსტრიაში პოზიტიური დინამიკა შეინიშნება, ნეგატიური დინამიკა ფიქსირდება განათლების, პროფესიული საქმიანობის, გართობისა და ხელოვნების, ასევე ენერგეტიკის სექტორებში.

თიბისი კაპიტალის ინფორმაციით, კვლევა შემოსავლების სამსახურის მონაცემებზე დაყრდნობით მომზადდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system