თავში

იპოთეკური სესხების სუბსიდირების ბენეფიტები და რისკები

იპოთეკური სესხების სუბსიდირების ბენეფიტები და რისკები
იპოთეკური სესხების სუბსიდირების ბენეფიტები და რისკები

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ, დეპუტატებთან დეველოპერული სექტორის მხარდაჭერის პაკეტის დადებითად შეაფასა. მისი თქმით, სუბსიდირებას ფინანსური სტაბილურობის ფარგლებში დადებითი შედეგები ექნება.

გვენეტაძე დარწმუნებულია, რომ ფინანსური სტაბილურობის ფარგლებში ამ ინიციატივას ექნება დადებითი შედეგები, რამდენიმე მიზეზის გამო: გაიზრდება მოსახლეობის მხრიდან ბინებზე ხელმისაწვდომობა და ამავე დროს შემცირდება საკრედიტო რისკები.

სებ-ის პრეზიდენტმა სუბსიდირების უარყოფით მხარეებზეც ისაუბრა.

"სუბსიდიას ყოველთვის აქვს დადებითი და უარყოფითი თვისებები. ნებისმიერმა სუბსიდიამ შეიძლება შექმნას უსამართლობის განცდა, იმიტომ რომ ყველა ვერ ისარგებლებს ამით, მაგრამ მიუხედავად ამისა ბევრი ქვეყანა აკეთებს ამას, იმისთვის რომ კონკრეტული სიტუაციიდან გამოვიდეს, იგივეა მაგალითად საკრედიტო საგარანტიო სქემაზეც. ამავე დროს არის რისკი, რომ სუბსიდიის პროგრამის შეწყვეტამ გარკვეული რყევა გამოიწვიოს ბაზარზე, მაგრამ ამის დაზღვევის მექანიზმი არის სუბსიდიის კლებადი მოცულობა, იმიტომ რომ მაშინ როდესაც რეფინანსირების განაკვეთის კლება მოხდება, შეჩერებაც მოხდება ამ სუბსიდიის. ასე რომ ზოგადად, რადგან არაორდინალური სიტუაცია გვაქვს, არაორდინალური ნაბიჯები სჭირდება ამას და მე არ ვფიქრობ რომ ეს დამანგრეველი იქნება ქვეყნისათვის, მე ვფიქრობ რომ ფინანსური სტაბილურობისთვის ეს იქნება კარგი“, - განმარტა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა და დასძინა, რომ გასულ წელს ამოქმედდა პასუხისმგებლიანი დაკრედიტების სისტემა იმისთვის, რომ ეს ბაზარი არ გადახურებულიყო.

"იპოთეკურ ბაზარზე ძალიან დიდი ყურადღება გვქონდა. ამიტომ ჩვენ კარგად გვესმის ის რისკები, რომელიც შეიძლება გადახურებამ გამოიწვიოს, ამავე დროს ძალიან კარგად გვესმის რისკები, რომელიც ამ ბაზრის ძალიან დაცემამ შეიძლება გამოიწვიოს იმიტომ, რომ ყველაზე გავრცელებული გირაოს ფორმა დღეს საქართველოში არის უძრავი ქონება და მისი ძალიან დაცემა არ იქნება კარგი ფინანსური სისტემისთვის. ამ შემთხვევაში გარკვეულ დახმარებას ბევრი ქვეყანა მიმართავს," - აღნიშნავს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, კობა გვენეტაძე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system