თავში

იპოთეკური სესხების სუბსიდირებით 1 005-მა ბენეფიციარმა ისარგებლა

იპოთეკური სესხების სუბსიდირებით 1 005-მა ბენეფიციარმა ისარგებლა
იპოთეკური სესხების სუბსიდირებით  1 005-მა ბენეფიციარმა ისარგებლა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ ცნობით, იპოთეკური სესხის სუბსიდირების პროგრამით 1-ლი სექტემბრიდან დღემდე 1 005 იპოთეკური სესხი გაიცა.

Report.ge-ის ცნობით, დამტკიცებული სესხების ჯამური მოცულობა 111 000 000 ლარს შეადგენს.

პროგრამით სარგებლობის შესაძლებლობა აქვს სუბიექტს, რომელსაც:

ჰყავს 2021 წლის 1 სექტემბრის შემდეგ დაბადებული 1 წლამდე ასაკის შვილი;

სესხის აღების მომენტში ჰყავს 3 ან მეტი არასრულწლოვანი შვილი;

სესხის აღების მომენტში ჰყავს 2021 წლის 1 სექტემბრის შემდეგ შვილად აყვანილი არასრულწლოვანი პირი.

პროგრამის ფარგლებში იპოთეკური კრედიტების გაცემა მოხდება მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში, მას გასცემს კომერციული ბანკი, პირველადი და მეორადი ბინის/სახლის შესაძენად ან კერძო სახლის ასაშენებლად.

იპოთეკური სესხი უნდა გაიცეს 2021 წლის 1 სექტემბრის შემდეგ. სესხის მაქსიმალური მოცულობა იქნება 200 000 ლარი. თუმცა, დასაშვებია, რომ ასაშენებელი ბინის/სახლის ღირებულება აღემატებოდეს 200 000 ლარს.

პროგრამა ატარებს ერთჯერად ხასიათს და მასში მონაწილეობა ბენეფიციარს შეუძლია მხოლოდ ერთხელ, მის მიერ აღებული სესხის მოცულობის მიუხედავად.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system