თავში

ირანმა კრიპტოვალუტის მაინინგი აკრძალა

ირანმა კრიპტოვალუტის მაინინგი აკრძალა
ირანმა კრიპტოვალუტის მაინინგი აკრძალა

წელს უკვე მეორედ, ირანმა ენერგოსისტემების დატვირთვის შესამცირებლად კრიპტოვალუტის მაინინგი აკრძალა. report.ge-ს ცნობით, ინფორმაციას Bloomberg ავრცელებს.

ირანი  კრიპტოვალუტის ავტორიზებულ მაინინგს 6 მარტამდე კრძალავს, რათა ელექტროენერგია დაზოგოს და დენის გათიშვა თავიდან აიცილოს. 

ეს ნაბიჯი  209 მეგავატ ელექტროენერგიას გაათავისუფლებს ქვეყნის ოჯახებისთვის გამოსაყენებლად, განაცხადა სახელმწიფო ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული Iran Grid Management Co.-ის დირექტორმა, მოსტაფა რაჯაბი მაშადიმ.

მთავრობა ასევე იღებს ზომებს კრიპტოვალუტების უკანონო მაინინგის წინააღმდეგ, როგორც ფიზიკური პირების, ასევე დიდი ოპერატორების წინააღმდეგ. 

ირანმა კრიპტოვალუტის მაინინგი, 2021 წლის ზაფხულშიც აკრძალა. 

ამ ნაბიჯმა შეიძლება ქვეყნის ეკონომიკას ზიანი მიაყენოს, რადგან ირანი ადგილობრივად მოპოვებულ კრიპტოვალუტას თავისი შემოსავლების გასაზრდელად იყენებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system