თავში

ირანში ნავთობის გადამამუშავებელი სიმძლავრე 3 წელიწადში 50%-ით გაიზრდება

ირანში ნავთობის გადამამუშავებელი სიმძლავრე 3 წელიწადში 50%-ით გაიზრდე
ირანში ნავთობის გადამამუშავებელი სიმძლავრე 3 წელიწადში 50%-ით გაიზრდება

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, გამოცხადებულია გეგმა მომდევნო სამი წლის განმავლობაში ირანში ნავთობისა და გაზის კონდენსატის გადამამუშავებელი სიმძლავრის 50 პროცენტით გაზრდის შესახებ. ამის შესახებ განაცხადა ირანის ნავთობის მინისტრმა ჯავად ოვჯმა.

მისი განმარტებით, ახალი გეგმა ითვალისწინებს არსებულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებში პროდუქციის ხარისხისა და რაოდენობის გაუმჯობესებას და ახალი კომპლექსების მშენებლობას.

მინისტრის თქმით, ირანის მთლიანი გადამამუშავებელი სიმძლავრე მომდევნო სამ-ოთხ წელიწადში 50%–ით გაიზრდება დღევანდელი 2.2 მილიონი ბარელიდან 3.5 მილიონ ბარელამდე/დღე-ღამეში.

ოვჯის თქმით, სულ მცირე 8 ინვესტორი მზად არის მონაწილეობა მიიღოს ირანში ახალი ნავთობქიმიური ქარხნების მშენებლობაში.

მინისტრმა აღნიშნა, რომ ირანის ნავთობის დადასტურებული მარაგები შეადგენს 150 მილიარდ ბარელს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system