თავში

ისრაელის საელჩო ქართულ სტარტაპებს გადაამზადებს

ისრაელის საელჩო ქართულ სტარტაპებს გადაამზადებს
ისრაელის საელჩო ქართულ სტარტაპებს გადაამზადებს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ ავთანდილ კასრაძემ და ისრაელის ელჩმარან გიდორმა გამართულ შეხვედრაზე ურთიერთთანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს. 

საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებულ ქმედებებს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით ისრაელის ელჩი პოზიტიურად აფასებს და მათი მხრიდან ჩართულობა გაიზრდება საქართველოს ინოვაციების ეკოსისტემაში, რაც გულისხმობს სააგენტოს მიერ ორგანიზებული პროგრამებისა და ღონისძიებების მხარდაჭერას, გამოცდილების გაზიარებასა და ისრაელიდან მაღალკვალიფიციური ექსპერტების სისტემატიურად ჩამოყვანას.

ასევე, ისრაელის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით გამოიყოფა სპეციალური კვოტა სააგენტოს მხრიდან შერჩეული სტარტაპების გადამზადებისთვის MASHAV-ის ცენტრში თელავივში, სადაც სტარტაპებს საშუალება ექნებათ ინოვაციების და მეწარმეობის მიმართულებით გაიარონ სამკვირიანი ტრენინგები.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ MASHAV- ის ცენტრი საქართველოს დირექტორი გიორგი ჟღენტი და ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე მარიამ ლაშხი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system