თავში

იტალიაში ბუნებრივი ბეწვის წარმოება აიკრძალა

იტალიაში ბუნებრივი ბეწვის წარმოება აიკრძალა
იტალიაში ბუნებრივი ბეწვის წარმოება აიკრძალა

იტალიაში ბეწვის მიღების მიზნით ცხოველების დახოცვა აიკრძალა. Report.ge-ს ცნობით, გადაწყვეტილება იტალიის სენატის საბიუჯეტო კომიტეტმა მიიღო.

„ცხოველთა უფლებებისთვის ოცდაათი წლის განმავლობაში ვიბრძოდით, ეს ჩვენი გამარჯვებაა“, - აცხადებენ ახალი კანონის ავტორები.

აკრძალულია ბეწვიანი ცხოველების, მათ შორის წაულას, ენოტის  და შინშილას მოშენება, მათი ბეწვისთვის მოკვლის მიზნით. ფერმერები  3 მილიონი ევროს ოდენობით კომპენსაციას მიიღებენ.

იტალია  მეოცე ევროპული ქვეყანა გახდა, რომელმაც  ასეთი აკრძალვა დააწესა. ისრაელი კი კიდევ უფრო შორს წავიდა და გახდა პირველი ქვეყანა მსოფლიოში, სადაც აკრძალულია არა მხოლოდ ბუნებრივი ბეწვის წარმოება, არამედ გაყიდვაც.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system