თავში

იცავენ თუ არა სტანდარტს საზოგადოებრივი კვების ობიექტები

იცავენ თუ არა სტანდარტს საზოგადოებრივი კვების ობიექტები
იცავენ თუ არა სტანდარტს საზოგადოებრივი კვების ობიექტები

სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ Report.ge-თვის მოწოდებული მონაცემით, კვების ობიექტებში დარღვევები მასიურია. სექტემბერში სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში შემოწმებული საზოგადოებრივი კვების 57 ობიექტიდან 49 -ში დარღვევა გამოვლინდა, აქედან 13 შემთხვევაში დაფიქსირდა კრიტიკული შეუსაბამობა, რის გამოც მეწარმეებს 1 000 ლარიან ჯარიმასთან ერთად, საწარმოო პროცესიც შეუჩერეს.

იმ ობიექტების ჩამონათვალი, სადაც კრიტიკული შეუსაბამობა აღმოაჩინეს, ასე გამოიყურება: შპს „ჯეო ინდიან სპაისის“, შპს „ბიგ დედის ფიშ ანდ ჩიფს“, შპს „მეგობრობა“, შპს „სალვე“, შპს „ლიბერთი“, შპს „მარტო“, შპს „კარაკ-ტოტა“, შპს „მიდო“, შპს „კრეპს სუზეტე პარიზ“, შპს „პლაზა მენეჯმენტი“ და ინდმეწარმეები - ლევანი მიქელაძე, ია ზანდუკელი და რევაზ წულაია.

სააგენტოს ცნობით, ინსპექტირების შედეგად, გამოვლინდა სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმებისა და ეტიკეტირების წესის დარღვევა, ვადაგასული სურსათის რეალიზაციის ფაქტები, საქმიანობა ბიზნესოპერატორად რეგისტრაციის გარეშე, რის გამოც ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ.

რაც შეეხება სხვა ტიპის დარღვევებს, სექტემბრის თვეში ეტიკეტის წესების დარღვევის 11 შემთხვევა, რეგისტრაციის გარეშე საქმიანობასთან დაკავშირებით 14, ხოლო ვადაგასული საკვების აღმოჩენის 7 ფაქტია დაფიქსირებული.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system