თავში

ივანე მაჭავარიანი: ბიზნესს ვპირდებით ყველაფერ კარგს

ივანე მაჭავარიანი: ბიზნესს ვპირდებით ყველაფერ კარგს
ივანე მაჭავარიანი: ბიზნესს ვპირდებით ყველაფერ კარგს

როგორც საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა მთავრობის სხდომის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ბიზნესს "ოცნების" მთავრობა ყველაფერ კარგს ჰპირდება".

მაჭავარიანი განმარტავს, ეკონომიკის ძირითადი ნაწილი და მისი მთავარი მამოძრავებელი ძალა ბიზნესია. მინისტრის განცხადებით, მას სჯერა, რომ ბიზნეს რეიტინგებში ქვეყანა უფრო წინ წაიწევს.


"ის, რომ სოციალური მიმართულებით ხარჯი გავზარდოთ, ძალიან მნიშვნელოვანია, ეს კარს ხსნის იმისათვის, რომ სამომავლოდ რეფორმები გავატაროთ, რომელიც ქვეყანაში ასე გვჭირდება. ასევე ინფრასტრუქტურული ნაწილიც იმ წინაპირობას ქმნის, რომ ბიზნესი განვითარდეს. რას ვპირდებით ბიზნესს 2020 წელს? – ჩვენ ვპირდებით, რომ გარემო კიდევ უფრო პროგნოზირებადი იქნება და სიურპრიზები არ იქნება. ბიზნესთან გაცილებით მეტი ღია კონტაქტი და კომუნიკაცია იქნება. კონკრეტულად ჩვენი უწყების შემთხვევაში, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მომსახურება კიდევ უფრო სერვისზე ორიენტირებული იქნება, რომ კიდევ უფრო ციფრული იყოს. ეს ხარჯების დაზოგვის მიზნით ჩვენთვის ეფექტურია, ხოლო მომხმარებლისთვისაც უფრო ეფექტურია, რადგან პრევენცია და შეცდომებისგან დაზღვევა მოხდება. ასევე გადახდის უუნარობის კანონის მიღება, დარწმუნებული ვარ, ამ შემოდგომაზე მოხდება, რაც კიდევ უფრო გააუმჯობესებს გარემოს", - განაცხადა მაჭავარიანმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system