თავში

ივნისში საქართველოში 169.2 მლნ აშშ დოლარი გადმორიცხეს

ივნისში საქართველოში 169.2 მლნ აშშ დოლარი გადმორიცხეს
ივნისში საქართველოში 169.2 მლნ აშშ დოლარი გადმორიცხეს

2020 წლის ივნისში საქართველოში გადმორიცხული თანხების მოცულობა წინა წელთან შედარებით 17.8 პროცენტით გაიზარდა და 169.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო საქართველოდან გადარიცხული თანხების მოცულობა 25.4 პროცენტით 21.9 მლნ აშშ დოლარამდე გაიზარდა. 

ამის შესახებ აღნიშნულია ეროვნული ბანკის(სებ-ის) ივნისი თვის მიმოხილვაში.

სებ-ის მიხედვით, საანგარიშო თვეში მაღალი ტემპით გაიზარდა აზერბაიჯანიდან გადმორიცხული ფულადი სახსრები (183.0 პროცენტით), რომლის წვლილმა მთლიანი გზავნილების ცვლილებაში 2.1 პროცენტული პუნქტი შეადგინა.

საანგარიშო თვეში მოიმატა ევროკავშირის ქვეყნებიდან გადმორიცხულმა თანხებმა (23.9 პროცენტით), რაც, სებ-ის განმარტებით, იტალიიდან (38.8 პროცენტით), საბერძნეთიდან (16.5 პროცენტით) და გერმანიიდან (62.9 პროცენტით) გაზრდილმა გზავნილებმა განაპირობა. 

რეგიონის ქვეყნებიდან გადმორიცხვები გაზრდილია თურქეთიდან და უკრაინიდან, ხოლო რუსეთიდან კლება დაფიქსირდა. 

დანარჩენი ქვეყნებიდან ფულადი გზავნილების ზრდაზე დადებითი ზეგავლენა მოახდინა ისრაელიდან (3.6 პროცენტით) და აშშ-დან (31.1 პროცენტით) მიღებულმა თანხებმა. 

რაც შეეხება ქვეყნების მიხედვით განაწილებას, ფულადი გზავნილების ძირითად წყაროს ევროკავშირის ქვეყნები (41.6 პროცენტი) და რუსეთი (19.2 პროცენტი) წარმოადგენდნენ. ევროკავშირის ქვეყნებიდან აღსანიშნავია იტალიისა და საბერძნეთის მაღალი წილი მთლიან ფულად გზავნილებში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system