თავში

ივნისში საქართველოში 4 883 ახალი საწარმო დარეგისტრირდა

ივნისში საქართველოში 4 883 ახალი საწარმო დარეგისტრირდა
ივნისში საქართველოში 4 883 ახალი საწარმო დარეგისტრირდა

საქსტატის მიერ გამოქვეყნებული განახლებული ანგარიშის თანახმად, ახლადრეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობა ივნისის თვეში 4 883-ს შეადგენს.

ახლადრეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობის ცვლილება წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 13.3 პროცენტია.

წინასწარი შეფასებით, 2021 წლის ივნისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 18.7 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2021 წლის პირველი ექვსი თვის საშუალო მაჩვენებელი 12.7 პროცენტია.

საქსტატის მონაცემებით, 2021 წლის ივნისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდა შეინიშნებოდა შემდეგ დარგებში: დამამუშავებელი მრეწველობა, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა, ტრანსპორტი და დასაწყობება, ვაჭრობა, სასტუმროები და რესტორნები, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობა, მშენებლობა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system