თავში

ჯაპანა-ლანჩხუთის გზაზე გადაადგილების დრო 20-30%-ით შემცირდა

ჯაპანა-ლანჩხუთის გზაზე გადაადგილების დრო 20-30%-ით შემცირდა
ჯაპანა-ლანჩხუთის გზაზე გადაადგილების დრო 20-30%-ით შემცირდა

სამტრედია-გრიგოლეთის ოთხზოლიანი ჩქაროსნული მაგისტრალის მეორე მონაკვეთი - ჯაპანა-ლანჩხუთის 14-კილომეტრიანი გზის მშენებლობა დასრულდა და 15 ივლისიდან აღნიშნულ გზაზე გადაადგილება ორივე მიმართულებით არის შესაძლებელი. გზა POWERCHINA/Sinohydro-მ (ფაუერჩაინა/სინოჰიდრო) ააშენა. 

კომპანიის ინფორმაციით, ამ მონაკვეთის გახსნის შედეგად, 20-30%-ით შემცირდა გადაადგილების დრო. გზა გვერდს უვლის მჭიდროდ დასახლებულ პუნქტებს და გადის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მხოლოდ ოთხ სოფელზე: ჯაპანა, ქვიანი, ნიგოითი და ქვემო შუხუთი. მათივე თქმით, ძველი გზა საფრთხეს უქმნიდა როგორც მძღოლებს, ისე - ადგილობრივ მაცხოვრებლებს, შესაბამისად, ახალი პროექტის დროულად ჩაბარება კომპანიისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system