თავში

ჯეფ ბეზოსის კაპიტალი რეკორდულად გაიზარდა

ჯეფ ბეზოსის კაპიტალი რეკორდულად გაიზარდა
ჯეფ ბეზოსის კაპიტალი რეკორდულად გაიზარდა

საფონდო ვაჭრობის შემდეგ, კორპორაცია Amazon-ის მფლობელის, ჯეფ ბეზოსის აქტივების მოცულობა  $8,44 მილიარდით გაიზარდა და $211 მილიარდი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg ავრცელებს. 

გამოცემა წერს, რომ აქტივების მოცულობით, ბეზოსმა აქამდე არსებული ყველა რეკორდი მოხსნა.

ცნობისთვის, 5 ივლისს ჯეფ ბეზოსმა, მსოფლიოს ყველაზე მდიდარმა ადამიანმა, მის მიერვე დაფუძნებულ კომპანია Amazon-ში აღმასრულებელი დირექტორის პოზიცია დატოვა.

ბეზოსმა კომპანია 25 წლის წინ დააარსა. დღეს კომპანიის კაპიტალიზაცია 1.7 ტრილიონი დოლარია, ხოლო ბეზოსის პირადი ქონება თითქმის 211 მილიარდი დოლარია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system