თავში

ჯეფ ბეზოსმა $13,5 მილიარდი დაკარგა

ჯეფ ბეზოსმა $13,5 მილიარდი დაკარგა
ჯეფ ბეზოსმა $13,5 მილიარდი დაკარგა

Amazon-ის დამფუძნებელმა, ჯეფ ბეზოსმა მიმდინარე წლის მეორე კვარტალში $13,5 მილიარდით იზარალა. თუმცა, Bloomberg-ის მილიარდერთა ინდექსის თანახმად, ის კვლავ რჩება მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანად.

Amazon-ის აქციები 7,2%-ით, $3333,18-მდე დაეცა, რაც კომპანიის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორის ქონებას $193,6 მილიარდამდე ამცირებს. 

ეს იყო შერეული კვირა ამერიკელი მილიარდერებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ Google-ის შვილობილი Alphabet-ის მზარდმა შემოსავალმა გაზარდა თანადამფუძნებლების, სერგეი ბრინისა და ლარი პეიჯის წმინდა ღირებულება, Microsoft-სა Facebook-ს არ გამოუწვევია მათი მილიარდერი აქციონერების სიმდიდრის ზრდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system