თავში

"ჯივიპის" მუშაობით უკმაყოფილონი არიან

"ჯივიპის" მუშაობით უკმაყოფილონი არიან
ჯივიპის მუშაობით უკმაყოფილონი არიან

თბილისის საკრებულოს სხდომაზე ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარემ რევაზ სოხაძემ კომპანია „ჯივიპის“ საკითხზე ყურადღება კიდევ ერთხელ გაამახვილა. მისი განცხადებით, ეს კომპანია საკუთარ მოვალეობებს ვერ, ან არ ასრულებს. დეპუტატმა სხდომაზე კონკრეტული მაგალითები მოიყვანა და ფოტომასალა წარადგინა, რომელთა მიხედვითაც „ჯივიპი“ არსებულ პრობლემებს ვერ უმკლავდება.

„მე, როგორც ამ ქალაქის მცხოვრებს და ვარკეთილის მაჟორიტარს, შთაბეჭდილება მექმნება, რომ ეს კომპანია ან ვერ ასრულებს, ან არ ასრულებს თავის მოვალეობებს. ორივე შემთხვევაში ეს მისაღები არ არის. მინდა წარმოგიდგინოთ კონკრეტული მაგალითები, საიდანაც ჩანს, რომ წლებია ეს პრობლემა არსებობს და ჯივიპი მათ არ აგვარებს. მაგალითად, ქიზიყის ქუჩაზე უმძიმესი მდგომარეობაა, სადაც წლებია კანალიზაცია ღია წესით მოედინება და მინდორში იღვრება. იგივე მდგომარეობაა მოსკოვის გამზირზე, ბარბარეს უბანში, პატარა ლილოსა და ვარკეთილი 3-ში. ამაზე პასუხისმგებლობა ვინ უნდა აიღოს? ვინ არის პასუხისმგებელი იმაზე, რომ ანტისანიტარიას რომ თავი დავანებოთ, კონკრეტილი კორპუსები ავარიული ხდება?“- განაცხადა რევაზ სოხაძემ.

საკრებულოს დეპუტატის თქმით, მოყვანილ მაგალითებზე პირდაპირი პასუხისმგებლობა „ჯივიპის“ ეკისრება. მისივე განცხადებით, თბილისის საკრებულოს, ზოგადად მუნიციპალიტეტს არაერთგზის ჰქონია კომპანიასთან კომუნიკაცია, თუმცა უშედეგოდ.

„თუ ამ კომპანიის ფუნქცია ის არის, რომ მხოლოდ გადასახადი აკრიფონ, მე ვფიქრობ, რომ მისი ყოფნა არ არის საჭირო. მაინტერესებს, რა გაუმჯობესდა, რაც „ჯივიპი“ ოპერირებს თბილისში? კანალიზაციის და წყლის კუთხით წლების განმავლობაში არსებული პრობლემები იგივეა. საბოლოოდ კი, მოსახლეობის გულისწყრომა მუნიციპალიტეტზე მოდის“- განაცხადა რევაზ სოხაძემ.

როგორც საკრებულოს უმრავლესობის წევრმა განაცხადა, საკრებულოს ყოველ სხდომაზე ეტაპობრივად წარმოადგენს მასალებს, თუ რა არის გასაკეთებელი და რას არ აკეთებს კომპანია „ჯივიპი“. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system