თავში

JPMorgan პირველი ბანკია, რომელმაც კლიენტებს კრიპტოვალუტის შეძენის საშუალება მისცა

JPMorgan პირველი ბანკია, რომელმაც კლიენტებს კრიპტოვა
JPMorgan პირველი ბანკია, რომელმაც კლიენტებს კრიპტოვალუტის შეძენის საშუალება მისცა

მსოფლიოს ერთ-ერთმა უმსხვილესმა საინვესტიციო ბანკმა, JPMorgan Chase & Co-მ კლიენტებს კრიპტოვალუტის შეძენისა და შენახვის საშუალება მისცა. ამის შესახებ გამოცემა Business Insider წერს.

ბანკის კლიენტებს საწყის ეტაპზე ხუთ კრიპტოვალუტაზე ექნებათ წვდომა, ესენია: ბიტკოინი, ეთერიუმი, ბიტკოინ ქეში და ეთერიუმ კლასიკი.

JPMorgan-ის ანალიტიკოსების ერთი ნაწილის შეფასებით, მომდევნო ათწლეულში ბიტკოინის ფასი 540 000 აშშ დოლარს მიაღწევს, ხოლო ანალიტიკოსების მეორე ნაწილი თვლის, რომ ეს თანხა 1.9 მილიონი აშშ დოლარი იქნება.

JPMorgan ამერიკის ერთ-ერთი უძველესი ბანკია, რომელიც 4 ტრილიონ დოლარამდე აქტივებს აკონტროლებს. მისი მომხმარებლების სიაში კი მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანები და კომპანიები არიან. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system