თავში

კაკაოსა და შოკოლადის რეგლამენტი 2023 წლის პირველი ივლისიდან ამოქმედდება

კაკაოსა და შოკოლადის რეგლამენტი 2023 წლი
კაკაოსა და შოკოლადის რეგლამენტი 2023 წლის პირველი ივლისიდან ამოქმედდება

კაკაოსა და შოკოლადის დღეს დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტი 2023 წლის პირველი ივლისიდან ამოქმედდება. ბაზარზე უკვე არსებული კაკაოსა და შოკოლადის პროდუქტები, რომელიც ბაზარზე განთავსებულია ან ეტიკეტირებულია რეგლამენტის ამოქმედებამდე და არ შეესაბამება მასში განსაზღვრულ მოთხოვნებს, სარეალიზაციოდ დაიშვება სურსათის ვარგისიანობის ვადის გასვლამდე, მაგრამ არაუმეტეს 2024 წლის პირველ იანვრამდე.

ტექნიკური რეგლამენტი ადგენს მოთხოვნებს კაკაოსა და შოკოლადის პროდუქტის მიმართ და აწესრიგებს ბიზნესოპერატორის მიერ კაკაოსა და შოკოლადის პროდუქტების წარმოების, გადამუშავების, დისტრიბუციისა და ბაზარზე განთავსების პირობებს. გარემოს დაცვისა და სოფლიუს მეურნეობის სამინისტროს შეფასებით, ტექნიკური რეგლამენტის ამოქმედება ხელს შეუწყობს მომხმარებელთა ინტერესების დაცვას, ბაზარზე კეთილსინდისიერი კონკურენციის პირობების შექმნას და შიდა ბაზრის ეფექტიან ფუნქციონირებას. პროექტი განსაზღვრავს რეგულირების ობიექტებს (კაკაოს ცხიმი, კაკაოს ფხვნილი, კაკაო, შოკოლადის ნაირსახეობები, შოკოლადის სხვა პროდუქტები) და მოთხოვნებს კაკაოსა და შოკოლადის პროდუქტების დასახელებების მიმართ. რეგლამენტი არეგულირებს მოთხოვნებს კაკაოსა და შოკოლადის პროდუქტების შემადგენლობის შესახებ.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით უკვე შემუშავებულია დარგობრივი ტექნიკური რეგლამენტები: სპირტიანი სასმელების შესახებ, ბიოწარმოების შესახებ, რძისა და რძის ნაწარმის შესახებ, ფრინველის ხორცის მარკეტინგული მოთხოვნების დამტკიცების შესახებ, თხილის შესახებ, თაფლის შესახებ, ხორბლის ფქვილის შესახებ, ხილის წვენის და ადამიანის მოხმარებისათვის განკუთვნილი სხვა მსგავსი პროდუქტების შესახებ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system