თავში

კახელ ფერმერებს ნერგის სერტიფიცირებაზე ონლაინ ტრენინგი ჩაუტარდათ

კახელ ფერმერებს ნერგის სერტიფიცირებაზე ონლაინ ტრენინგი ჩაუტარდათ

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სპეციალისტებმა, ნერგის სერტიფიცირების საკითხებზე, კახეთის რეგიონის მენერგე-ფერმერებს ონლაინ ტრენინგი ჩაუტარეს.

მენერგეებს სანერგეში დოკუმენტაციის საერთაშორისო მოთხოვნის შესაბამისად წარმოება ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) სოფლის მეურნეობის პროგრამის ფარგლებში გააცნეს.

ცენტრის თანამშრომლების მიერ შემუშავდა სანერგეში ჩასატარებელი სამუშაოების, სარგავი მასალის მოძრაობის და ფიტოსანიტარიული ჟურნალები, რომლებიც ფერმერებს დაურიგდებათ.

„USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამა, რომელიც 2018 წლიდან მიმდინარეობს, სანერგეებს შესაძლებლობების გაზრდასა და სერტიფიცირების სისტემების დანერგვაში ეხმარება. პროგრამა, ფერმერების გადამზადებასთან ერთად, მათთვის ფინანსურ მხარდაჭერასაც მოიცავს, რაც სანერგეებს, 2024 წლისთვის, სავალდებულო სერტიფიცირების პროცესზე გადასვლაში დაეხმარება. საქართველოში სარგავი მასალის ნებაყოფლობითი სერტიფიცირების პროცესი 2017 წლიდან მიმდინარეობს და მას კანონი არეგულირებს, რომელიც სარგავი მასალის დაცვის სფეროში ერთიან პრინციპებს განსაზღვრავს. სარგავი მასალის სერტიფიცირების სისტემა უზრუნველყოფს ბაზარს ხარისხიანი სანერგე მასალით, ჩაანაცვლებს იმპორტირებულს, ხელს შეუწყობს ადგილობრივი ჯიშების პოპულარიზაციას და ექსპორტს“, - განუმარტეს report.ge-ს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system