თავში

კახეთში 207 ათასი ტონა ყურძენი გადამუშავდა

კახეთში 207 ათასი ტონა ყურძენი გადამუშავდა
კახეთში 207 ათასი ტონა ყურძენი გადამუშავდა

ღვინის ეროვნული სააგენტოს 29 სექტემბრის მონაცემებით, „რთველი 2020“-ის ფარგლებში, კახეთში 207 ათასი ტონა ყურძენი გადამუშავდა. გადამუშავებული ყურძნიდან 146 ათასი ტონა რქაწითელი, 52 ათასი ტონა საფერავი, 3.6 ათასი ტონა კახური მწვანე და დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია.

მევენახეებმა ყურძნის რეალიზაციით 213 მილიონი ლარი მიიღეს. ყურძენი ღვინის საწარმოებს 21 ათასმა მევენახემ ჩააბარა. 

რთველის დაწყებიდან დღემდე, ყურძნის გადამუშავების პროცესში 167 ღვინის საწარმო იყო ჩართული. 

ცნობისთვის, მიმდინარე წელს, „კოვიდ-19“-ის პანდემიის შედეგად დაზარალებული მევენახეობა-მეღვინეობის დარგის მხარდასაჭერად, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, რქაწითელისა და კახური მწვანის ჯიშის ყურძნის სუბსიდირება განხორციელდება. სუბსიდიას მიიღებს ღვინის კომპანია, რომელიც შეისყიდის და გადაამუშავებს კახეთის რეგიონში მოწეულ არანაკლებ 1000 ტონა რქაწითელის ან კახური მწვანის ჯიშის ყურძენს.

ამასთან, შესყიდულ ერთ კილოგრამ ყურძენში ყურძნის ჩამბარებელს გადაუხდის, არანაკლებ 0.80 ლარს. ერთი კილოგრამი ყურძნის შესყიდვისას, ღვინის კომპანიებზე გაიცემა სუბსიდია: ერთ კილოგრამ რქაწითელზე და ერთ კილოგრამ კახურ მწვანეზე – 0.30 ლარი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system