თავში

კახეთში ყველა საწარმო ჩვეულ რეჟიმში მუშაობს

კახეთში ყველა საწარმო ჩვეულ რეჟიმში მუშაობს
კახეთში ყველა საწარმო ჩვეულ რეჟიმში მუშაობს

საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად, კახეთის რეგიონში ყველა საწარმო ჩვეულ რეჟიმში მუშაობს. 

ამის შესახებ report.ge-ს კახეთის გუბერნატორის პრესსამსახურიდან აცნობეს.

დღეს კახეთის გუბერნატორმა, ირაკლი ქადაგიშვილმა წნორში მდებარე ერთ-ერთი წისქვილ-კომბინატი და ყვარელში არსებული ღვინის საწარმო „ყვარლის სარდაფი“ მოინახულა.

წნორის წისქვილ-კომბინატი სრული დატვირთვით მუშაობს და არ აქვს მარაგის პრობლემა. ყვარლის ღვინის ქარხანა „ყვარლის სარდაფი“ კი შეზღუდული რაოდენობით ინარჩუნებს თანამშრომლებს. 

ირაკლი ქადაგიშვილმა და ყვარლის მერმა როსტომ სესიაშვილმა საწარმოს  გენერალურ დირექტორს გამოჩენილი მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობისთვის მადლობა გადაუხადეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system