თავში

"კალმარის თამაშის" კრიპტოვალუტა გამოუშვეს

"კალმარის თამაშის" კრიპტოვალუტა გამოუშვეს
კალმარის თამაშის  კრიპტოვალუტა გამოუშვეს

სამხრეთ კორეულმა სერიალმა "კალმარის თამაშმა" საკუთარი კრიპტოვალუტა, სახელწოდებით SQUID წარადგინა. ამის შესახებ გამოცემა CNBC იუწყება.

გამოცემის ცნობით, ამ დროისათვის, კრიპტოვალუტა SQUID-ის ღირებულება  2,22 აშშ დოლარია, ხოლო ტოკენის საბაზრო ღირებულება 174 მილიონ დოლარს აჭარბებს.

როგორც ცნობილია ტოკენის წინასწარი გაყიდვები 20 ოქტომბერს დაიწყო. თუმცა, CoinMarketCap-მა განაცხადა, რომ მომხმარებლებს ამ ტოკენის პოპულარულ დეცენტრალიზებულ ბირჟაზე Pancakeswap-ზე გაყიდვა არ შეუძლიათ. ამის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. 

სერიალი "კალმარის თამაში" (Squid Game) Netflix-ის სტრიმინგ სერვისის ყველაზე წარმატებული პროექტი გახდა. გამოსვლის დღიდან სერიალს 111 მილიონმა მომხმარებელმა უყურა.

Netflix-მა  "კალმარის თამაშისგან" 900 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით მოგება ნახა. ამასთან, გამოცემა Bloomberg აღნიშნავს, რომ სერიალის წარმოება მხოლოდ 21.4 მილიონი დოლარი დაჯდა, დაახლოებით 2,4 მილიონი აშშ დოლარი თითო ეპიზოდი.

კომპანიამ დაადასტურა, რომ "კალმარის თამაშების" მეორე სეზონსაც გადაიღებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system