თავში

"კარფურს" კომპანიები უჩივიან

"კარფურს" კომპანიები უჩივიან
კარფურს კომპანიები უჩივიან

"კარფურს" კომპანიები უჩივიან. ამის შესახებ დისტრიბუტორთა ასოციაციაცია იუწყება. როგორც ირკვევა, "კარფური" ქართველ მწარმოებელ და სადისტრიბუციო კომპანიებს სამართლებრივი საფუძვლის გარეშე სოლიდურ თანხებს აჭრის და ასანაზღაურებელ თანხებს უკან არ უბრუნებს. ერთ-ერთი კომპანია, რომელიც სასამართლოში „კარფურის“ წინააღმდეგ დავას იწყებს, შპს „ალასკაა“, რომელსაც თანაშრომლობის ვადის ამოწურვის მიუხედავად, „კარფურმა“ ახალი მარკეტის გახსნის დროს ქსელში დაშვების თანხა ავტომატურად დააკისრა.

„87 000-ის პროდუქცია გვაქვს შეტანილი. აქედან ჩარიცხული აქვთ მხოლოდ 40 000. 47 000 ფაქტობრივად ჰაერშია, იქიდან გამომდინარე, რომ როგორც ჩანს, „კარფურმა“ 2016 წლისაც ჩამოგვაჭრა წინასწარ, მაგრამ 2016 წელს ჩვენ მათთან აღარ გვითანამშრომლია“, - ამბობს შპს „ალასკას“ დირექტორი, ილია მოსულიშვილი.

"კარფურს უჩივის "სანდომიც".  მისი მხრიდან დავის დაწყების მიზეზი კი, გაურკვეველი მარკეტინგული გადასახადი და ორენოვანი ხელშეკრულებაა, რომელთა მუხლებიც განსხვავებული შინაარსისაა.

„ერთ-ერთ პუნქტში ინგლისურ ენაზე ჩაამატეს, რომ მარკეტინგული ბიუჯეტი, რომელიც წინა წელს 6.5%-ით დაგვიდეს, მინიმუმ უნდა ყოფილიყო 78 000 ლარი. ქართულ ვარიანტში ეს პუნქტი საერთოდ გამოტოვებულია. იანვარში აღმოჩნდა, რომ ეს მარკეტინგული ბიუჯეტი, რომელიც ვერ გავხარჯეთ, უნდა გადაგვეხადა კარფურისთვის - ზედმეტი 15 000 ლარი“, - აცხადებს შპს „სანდომის“ დამფუძნებელი, მერაბ ვასაძე.

საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ საკანონმდებლო ორგანოს საცალო ბაზრის დისტრიბუტორების და მწარმოებლების ინტერესების დამცავი საკანონმდებლო ნორმის შემოღების რეკომენდაციით უკვე მიმართა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system