თავში

კარლ ჰარცელი საქართველოს საზღვაო სექტორის ტენდენციებს გაეცნო

კარლ ჰარცელი საქართველოს საზღვაო სექტორის ტენდენციებს გაეცნო
კარლ ჰარცელი საქართველოს საზღვაო სექტორის ტენდენციებს გაეცნო

ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა, რომელიც აჭარის რეგიონში ვიზიტით იმყოფება, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორთან, თამარ იოსელიანთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

განხილული იქნა საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სექტორში მიმდინარე ტენდენციები, პანდემიის შედეგად შექმნილი გამოწვევები და მათი დაძლევის გზები, აგრეთვე საზღვაო სტრატეგია, რომლის მომზადებაშიც ევროკავშირმა მიიღო აქტიური მონაწილეობა. 

სააგენტოს ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა ევროკავშირთან მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობას საქართველოს საზღვაო სფეროს განვითარებისათვის და აღნიშნა, რომ „ევროკავშირთან მჭიდრო პარტნიორობამ მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ქვეყნის საზღვაო ტრანსპორტის დარგის წინსვლასა და განვითარებაზე. სწორედ ევროპული სტანდარტების დანერგვამ შექმნა საფუძველი საქართველოს ევროპულ სტურქტურებში სექტორული ინტეგრაციისათვის“.

მისი თქმით, გატარებულმა სისტემურმა რეფორმებმა საქართველოს მისცა შესაძლებლობა შეემუშავებინა საზღვაო ტრანსპორტის სტრატეგიის დოკუმენტი, რომელიც უახლოეს მომავალში დამტკიცდება. 

„ევროკავშირის დახმარებით შემუშავდა კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტი საზღვაო გარემოს დაცვითი პოლიტიკის შესახებ. ამ ორი დოკუმენტით საქართველო შეძლებს საზღვაო ტრანსპორტის დარგის მწყობრ, მდგრად და ეფექტიან განვითარებას, რაც მოგვცემს შესაძლებლობას ჩამოვყალიბდეთ წარმატებულ საზღვაო ქვეყნად და სრულად გამოვიყენოდ ის რესურსი, რასაც ზღვა გვაძლევს,“ - განაცხადა თამარ იოსელიანმა.

აჭარაში ვიზიტის ფარგლებში ელჩი საზღვაო აკადემიის სტუდენტებს შეხვდა, აკადემიის სამანქანე განყოფილების ლაბორატორია და მეზღვაურთა საწვრთნელი ცენტრი დაათვალიერა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system