თავში

ქართულ ბაზარზე საცხებ-საპოხი მასალების იმპორტის უმეტესობა თურქულია

ქართულ ბაზარზე საცხებ-საპოხი მასალების იმპორტის უმეტესობა თურქულია
ქართულ ბაზარზე საცხებ-საპოხი მასალების იმპორტის უმეტესობა თურქულია

2020 წლის ოქტომბერში საქართველოში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტმა შეადგინა 1,66 ათასი ტონა, რაც 0,58 ათასი ტონით ანუ 25,9%-ით ნაკლებია სექტემბრის მაჩვენებელთან (2,24ათასი ტონა) შედარებით და 0,09 ათასი ტონით ანუ 5,1%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (1,75 ათასი ტონა) შედარებით.

ამის შესახებ report.ge-ს ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირიდან აცნობეს.

მათი მონაცემებით,  ქვეყნების მიხედვით, ოქტომბერში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტში ლიდერ პოზიციაზე თურქეთია, საიდანაც იმპორტირებული პროდუქტის მოცულობამ შეადგინა 0,47ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 28,3%-ს შეადგენს. მეორე ადგილზე, 0,29 ათასი ტონით (17,5%), რუსეთია, ხოლი მესამე ადგილზე არის გარმანია - 0,19 ათასი ტონით (11,4%); ნიდერლანდებიდან საცხებ-საპოხი მასალების იმპორტმა 0,09 ათასი ტონა (5,4%) შეადგინა.

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ცნობით, იანვარ-ოქტომბერშიი საცხებ-საპოხი მასალების იმპორტმა, ჯამში, შეადგინა15,45 ათას იტონა, რაც 0,97 ათასი ტონით ანუ 5,9%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (16,42 ათასი ტონა) შედარებით.

იანვარ-ოქტომბრის თვეების განმავლობაში საცხებ-საპოხი მასალების ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა თურქეთიდან - 4,66 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 30,2%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: რუსეთი - 2,45 ათასი ტონა (15,8%), გერმანია - 1,38 ათასი ტონა (8,9%), ირანი - 0,97 ათასი ტონა (6,3%), და სხვ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system