თავში

ქართულ პორტებში ტვირთბრუნვა გაიზარდა

ქართულ პორტებში ტვირთბრუნვა გაიზარდა
ქართულ პორტებში ტვირთბრუნვა გაიზარდა

საქართველოს პორტებში ტვირთბრუნვა გაიზარდა, თუმცა საკონტეინერო გადაზიდვებში კლებაა.   

იანვარ-სექტემბერში ქართულმა   ნავსადგურებმა 12.7 მლნ ტონა ტვირთი გადაამუშავეს, რაც 100 000 ტონით აღემატება შარშან გადამუშავებული ტვირთების რაოდენობას. 

საკონტეინერო გადაზიდვებში 18.5%-იანი კლება ფიქსირდება, ანუ, შარშან 9 თვეში საქართველოს დერეფანში გადამუშავდა 459 552 კონტეინერი, წლევანდელი მაჩვენებელი კი 374 379 TEU-ა.

საქართველოს უმსხვილეს პორტს, ფოთის პორტს ტვირთებში 0.8 მლნ ტონიანი კლება აქვს. წელს იანვარ-სექტემბერში ფოთი პორტმა 5.6 მლნ ტონა ტვირთი გადაამუშავა.

ტვირთის ზრდაა ბათუმის პორტში. აქ გადამუშავებული ტვირთოს ოდენობა წელს 2.3 მილიონიდან 2.7 მილიონამდე გაიზარდა.

ზრდაა ყულევისა და სუფსის ტერმინალებშიც. ყულევმა წელს 9 თვეში 1.3 მლნ ტონა, სუფსამ კი 3.1 მლნ ტონა ტვირთი გადაამუშავა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system