თავში

ქართული ჩაის ინდუსტრიაში 600,000 აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა

ქართული ჩაის ინდუსტრიაში 600,000 აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა
ქართული ჩაის ინდუსტრიაში 600,000 აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა

ფონდმა გაზელიმა 600,000 აშშ დოლარის ინვესტიცია განახორციელა პრემიუმ ხარისხის ჩაის პროდუქტების მწარმოებელ კომპანიაში „მანნა“.

ინვესტიცი კომპანია გააფართოებს წარმოებას, მეტი ოდენობით ჩაიბარებს ადგილობრივად მოყვანილ ჩაის და გაიზრდება დასაქმებულთა რაოდენობა. ინვესტიციის ათვისების შედეგად, კომპანია გეგმავს გაზარდოს ადგილობრივი ბაზრის ათვისების წილი, ჩაანაცვლოს იმპორტირებული ჩაის პროდუქტები და გააღრმავოს ევროკავშირში, უკრაინასა და რუსეთში საექსპორტო შესაძლებლობები.

საწარმო „მანნა“ სოფელ საგურამოში მდებარეობს. კომპანია ფლობს ISO სერტიფიკატს და დანერგილი აქვს სურსათის უვნებლობის მართვის მოწინავე სისტემა, რომელიც სრულად პასუხობს იმპორტთან დაკავშირებით ევროკავშირის მიერ დადგენილ მოთხოვნებს. ბუნებრივ და ორგანულ ჩაის ფოთლებს, ისევე როგორც ხილის პროდუქტებს მანნა ძირითადად ადგილობრივი ფერმერებისგან იღებს. საწარმოს ამ ეტაპზე 200 ტონა (3.5 მილიონი ყუთი) ფოთლოვანი დასაყენებლი ჩაისა და ერთჯერად შეფუთვაში 10 ტონა (500 ათასი ყუთი) ჩაის წარმოების შესაძლებლობა აქვს. 

„საქართველო მსოფლიოში ცნობილია მაღალი ხარისხის ჩაის პროდუქციის წარმოებისა და ექსპორტის მდიდარი ისტორიით. თუმცა, საბჭოთა პერიოდში, ხარისხი ხშირად რაოდენობას ეწირებოდა” - ამბობს „მანნას“ გენერალური დირექტორი და მფლობელი, ირაკლი ღურჭუმელია.

საქართველოში ჩაის ინდუსტრია 1850-იანი წლებიდან იღებს სათავეს. მისი განვითარება უკავშირდება ტრადიციული აბრეშუმის გზის სავაჭრო მარშრუტებს, როდესაც გაბედული ქართველი და ჩინელი მეწარმეები იძიებდნენ დასავლეთ საქართველოში რეგიონებს, გამორჩეულს სამხრეთ ჩინეთის ცნობილ რეგიონებთან მსგავსი კლიმატური პირობებით.

მე-20 საუკუნის დამდეგს, ქართულმა ჩაიმ პოპულარობა მოიპოვა ევროპაში, განსაკუთრებით კი, რუსეთის არისტოკრატთა წრეებში. საბჭოთა პერიოდში, ქართული ჩაის საბაზრო წილი კიდევ უფრო გაიზარდა, საქართველომ კი მსოფლიოს მასშტაბით ოთხ საუკეთესო მწარმოებელს შორის საპატიო ადგილი დაიკავა.

სახელმწიფოს მხარდაჭერით, გურიის, სამეგრელოსა და იმერეთის რეგიონებში 1 192 ჰექტარ ფართობზე ჩაის პლანტაციების რეაბილიტაცია განხორციელდა.

ჩაის რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამა 2016 წლიდან მოქმედებს და როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო განმარტავს, მასში ჩართულია 39 ბენეიფიციარი. პროგრამა „ქართულ ჩაიში“ სახელმწიფოს თანადაფინანსება 2 მლნ ლარს აჭარბებს.

ჩაის სახელმწიფო პროგრამაში ცვლილებებია, გაიზარდა სარეაბილიტაციო სამუშაოების დაფინანსების ოდენობები. კოოპერატივების შემთხვევაში, სახელმწიფოს მხრიდან თანადაფინანსება გაიზარდა 90%-მდე და შეადგენს ერთ ჰექტარზე 3 ათას ლარს, ხოლო დანარჩენი ბენეფიციარებისთვის თანადაფინანასება იქნება, მაქსიმუმ, 70% და შეადგენს 2 500 ლარს.

პროგრამა ითვალისწინებს აგროტექნოლოგიური გეგმის შედგენას, რომელიც ბენეფიციარმა თანადაფინანსების ხელშეკრულების ძალაში შესვლის თარიღიდან 36 თვის განმავლობაში უნდა შეასრულოს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system