თავში

ქართული ექსპორტი კრიზისამდელ მაჩვენებლებს იბრუნებს

ქართული ექსპორტი კრიზისამდელ მაჩვენებლებს იბრუნებს
ქართული ექსპორტი კრიზისამდელ მაჩვენებლებს იბრუნებს

საქართველოს ექსპორტი თანდათანობით 2019 წლის მაჩვენებელს, ანუ კრიზისამდელი პერიოდის შედეგებს უბრუნდება," - ამის შესახებ აღნიშნულია TBC Capital-ის საქართველოს ეკონომიკის განახლებულ მიმოხილვაში. დოკუმენტში განმარტებულია, რომ საქსტატის ექსპრეს მონაცემების მიხედვით, თებერვალში წ/წ 2.9%- იანი ზრდის შემდეგ, 2020 წლის მარტში ექსპორტი წ/წ 30.8%-ით გაიზარდა. აბსოლუტურ მაჩვენებლებში, ექსპორტის მოცულობა წ/წ 76.9 მლნ აშშ დოლარით, 326.4 მლნ აშშ დოლარამდე გაიზარდა. 

"მაღალი ზრდა ძირითადად დაბალი საბაზო ეფექტით იყო გამოწვეული, თუმცა, ექსპორტი 2019 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებითაც მცირედით, 0.2%-ით გაიზარდა. თებერვალში წ/წ 12.2%-იანი კლების შემდეგ, 2020 წლის მარტში იმპორტის ზრდამ წ/წ 21.7% შეადგინა. აბსოლუტურ მაჩვენებელში, იმპორტის მოცულობა 141.3 მლნ დოლარით, 793.1 მლნ დოლარამდე გაიზარდა. ექსპორტის მსგავსად, მაღალი ზრდა ძირითადად დაბალ საბაზო ეფექტს უკავშირდება, თუმცა, ასევე მცირე, მაგრამ დადებითი, 0.8%-იანი ზრდა ფიქსირდება 2019 წლის შესაბამის თვესთან შედარებითაც. მარტში სავაჭრო ბალანსი წ/წ 16.0%-ით (54.4 მლნ აშშ დოლარით) გაუარესდა. თებერვალში წ/წ 17.5%-იანი მატების შემდეგ, მარტში აშშ დოლარში გამოხატულმა ფულადმა გზავნილებმა (წ/წ +49.5%) ძლიერი ზრდის დინამიკა გამოავლინა. მაღალი, 36.0%-იანი ზრდა ფიქსირდება ამ მაჩვენებლის 2019 წელთან შედარებითაც, საიდანაც ნაწილი საზღვრების ჩეკეტვის შედეგად, ელექტრონული გადმორიცხვების ზრდით აიხსნება. ტრანსფერები გაიზარდა ყველა ძირითადი ქვეყნიდან. კონტრიბუციის მხრივ, ევროკავშირი (წ/წ +50.9%) მთლიან ზრდაში ყველაზე დიდ წვლილს ინარჩუნებს. ამასთან, ასევე მნიშვნელოვანია აშშ-ის (წ/წ +59.8%), უკრაინისა (წ/წ +145.2%) და თურქეთის (წ/წ +15.0%) წვლილიც. უფრო მეტიც, კლებადი ტენდენციის შემდეგ, რუსეთიდან ფულადი გზავნილენი წ/წ +26.8%-ით გაიზარდა. ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 2021 წლის 15 აპრილს 25.4 მლნ აშშ დოლარი გაყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 3.4353 შეადგინა. 2021 წლის დასაწყისიდან ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონების გზით სავალუტო ბაზარს 212.9 მლნ აშშ დოლარი მიაწოდა,"- ვკითხულობთ TBC Capital-ის მიმოხილვაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system