თავში

ქართული ღვინის ახალი ბრენდი აშშ-ს ოთხ შტატში გაიყიდება

ქართული ღვინის ახალი ბრენდი აშშ-ს ოთხ შტატში გაიყიდება
ქართული ღვინის ახალი ბრენდი აშშ-ს ოთხ შტატში გაიყიდება

ქართული ღვინის ბრენდის Lost Eden პროდუქცია აშშ-ს ოთხ შტატში გაიყიდება. ამერიკის უმსხვილესი სადისტრიბუციო კომპანია Southern Glazer's Wine & Spirits საქართველოდან Lost Eden-ის წითელ ღვინოებს დელავერში, ფლორიდაში, პენსილვანიასა და ნიუ-ჰემფშირში წარადგენს.

ამის შესახებ report.ge-ს ღვინის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს. 

ბრენდი „Lost Eden” შექმნილია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და საქართველოს „საპარტნიორო ფონდთან“ თანამშრომლობით და მუშაობს ექსკლუზიურად ამერიკის შეერთებული შტატების ბაზრისთვის. 

"პროექტის მიზანია, ქართული ღვინის ბაზრების დივერსიფიკაცია, რათა ქართული ღვინის ექსპორტი არ იყოს დამოკიდებული ერთ, რომელიმე ბაზარზე, რაც დარგის განვითარების უმთავრესი წინაპირობაა. აღნიშნული ბრენდისთვის მსოფლიოს უმსხვილეს, ონლაინ ღვინით ვაჭრობის პლატფორმაზე wine.com-ზე შეიქმნა კატეგორია „Country of Georgia“. ქართული ღვინის კატეგორია ამ დრომდე აღნიშნულ პლატფორმაზე არ არსებობდა. Lost Eden-ის მიერ ამერიკის შეერთებულ შტატებში უკვე 20 ათასამდე ბოთლი ღვინოა რეალიზებული," - აცხადებენ სააგენტოში. 

შეგახსენებთ, ქართული კომპანია ამერიკის ათობით ციფრული მედიის ყურადღების ქვეშ მოექცა. მათ შორის აღსანიშნავია: https://finance.yahoo.com, https://www.businesswire.com და სხვა.

ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატები ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზარს წარმოადგენს, სადაც ბოლო 5 წელია ექსპორტი სტაბილურად მზარდია. მიმდინარე წლის 10 თვეში, საქართველოდან აშშ-ში ექსპორტირებულია 804 ათასი ბოთლი ღვინო, რაც 33%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system