თავში

ქართული წარმოების სერფინგის დაფა ექსპორტზე გავა

ქართული წარმოების სერფინგის დაფა ექსპორტზე გავა
ქართული წარმოების სერფინგის დაფა ექსპორტზე გავა

ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულმა ცენტრმა - „საქპატენტმა“ დამცავი დოკუმენტი გასცა სასარგებლო მოდელზე, რომლის ტექნიკური შედეგია სერფინგის დაფის უსაფრთხოებისა და მოხერხებულობის ერთდროული ამაღლება, როგორც წყლის ზედაპირზე სასრიალოდ, ასევე ტრანსპორტირების და შენახვის დროს. 

 „საქპატენტის“ ცნობით, სასარგებლო მოდელი, რომლის ავტორი გამომგონებელი გივი კევლიშვილია, განეკუთვნება სპორტულ - გასართობ ინვენტარს და შეიძლება გამოყენებულ იქნეს, როგორც სპორტული შეჯიბრებისთვის, ისე კომფორტული დასვენებისთვის. შემოთავაზებული სერფინგის დაფა არის ნაკლებად დამღლელი მომხმარებლისთვის, გამოირჩევა მაღალი მდგრადობით და აქვს მაღალი სიჩქარის მიღწევის შესაძლებლობა.

გამომგონებელი ამჟამად მუშაობს კონსტრუქციაზე, რომლის წარმატებით გამოცდის შემდგომი ეტაპია სერფინგის დაფის წარმოებაში ჩაშვება. მოწყობილობა ექსპორტზე არის გათვლილი და რეალიზაციისთვის ზღვისპირა ქვეყნებია არჩეული.

 მოწყობილობა შეიცავს: კორპუსს, შესრულებულს დაკეცვისა და გაშლის შესაძლებლობით, სახელურს ხმელეთზე დაფის ტრანსპორტირების მოხერხებულობისათვის, პედლებიან ფეხის ამძრავ მექანიზმს, მომხმარებლის ჩასაჯდომ ადგილს, რეგულირებად საზურგეს, დასაკეცი ქოლგისა და გამაგრილებელი სასმელის ჩასადგმელ ბუდეებს და გააჩნია სხვა სერფინგის დაფასთან გადაბმის საშუალებები ტანდემში ცურვის განსახორციელებლად.

 სასარგებლო მოდელის პატენტის მოქმედების ვადა საქართველოს ტერიტორიაზე 10 წელია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system