თავში

ქართული ვაშლის ექსპორტის ღირებულება 1.8 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა

ქართული ვაშლის ექსპორტის ღირებულება 1.8 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა
ქართული ვაშლის ექსპორტის ღირებულება 1.8 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა

2020 წლის 1 აგვისტოდან 15 ნოემბრამდე პერიოდში ქვეყნიდან 4 709 ტონა ვაშლის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 2.0 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. 

ამის შესახებ report.ge-ს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს. 

უწყების ინფორმაციით, აღნიშნულ პერიოდში განხორციელებული ვაშლის ექსპორტის მოცულობა 11-ჯერ აღემატება 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში განხორციელებული ექსპორტის მოცულობის მაჩვენებელს, ხოლო ექსპორტის ღირებულება 1.8 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა.

ვაშლის ექსპორტი განხორციელდა, ძირითადად, რუსეთის ფედერაციაში (4 550 ტონა); ქართული ვაშლი ასევე ექსპორტირებულია ყაზახეთში, სომხეთში, სინგაპურსა და ჰონკონგში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system