თავში

ქართველმა მეზღვაურებმა ეკონომიკაში 300 მილიონი დოლარი შემოიტანეს

ქართველმა მეზღვაურებმა ეკონომიკაში 300 მილიონი დოლარი შემოიტანეს
ქართველმა მეზღვაურებმა ეკონომიკაში 300 მილიონი დოლარი შემოიტანეს

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით, წელს საქართველოში მეზღვაურთა დასაქმების მაჩვენებლის უპრეცედენტო რიცხვი ფიქსირდება.

მათივე განმარტებით, 1-ლი მარტიდან 15 დეკემბრის ჩათვლით დასაქმდა 11 800 მეზღვაური, ჯამში გაფორმდა 14 500 კონტრაქტი, რაც იმას ნიშნავს, რომ მეზღვაურებმა ორჯერაც კი მოასწრეს გემზე წასვლა.

ეკონომიკის სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელის, თამარ იოსელიანის, თქმით, მეზღვაურთა დასაქმების ზრდას ხელი შეუწყო იმან, რომ სახელმწოფოს ინტენსიური მუშაობის შედეგად, გაიზარდა მათი დასაქმების არეალი. წელს გაფართოვდა მემორანდუმები ინგლისთან, ავსტრალიასთან, ესტონეთთან. მისივე თქმით, უწყვეტად ხდება ქართველი მეზღვაურების მიწოდება საერთაშოსრიო ბაზარზე, რისი შედეგიცაა ის, რომ ქართველმა მეზღვაურებმა წელს ქვეყნის ეკონომიკაში 300 მლნ დოლარი შემოიტანეს. 

იოსელიანი ამბობს, რომ საზღვაო სექტორი მიმზიდვლი ხდება საინვესტიციოდაც და დასაქმების კუთხითაც. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელი ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ წელს საქართველოს თევზჭერის ფლოტი 10 გემით გაიზარდა. მისივე შეფასებით, სექტორის საინვესტიციო მიმზიდველობას ზრდის საერთაშორისო საზღვაო ბიზნესისთვის საგადასახადაო შეღავათები, რაც ცოტა ხნის წინ ამოქმედდა.

რაც შეეხება, მეზღვაურების პროფესიონალიზმს, ამ მხრივ, იოსელიანი დარწმუნებულია, რომ სექტორს მაღალკვალიფიციური კადრებით მოამარაგებს ბათუმის სახელმწიფო საზღავო აკადემიის ფოთის ფილიალიც.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system