თავში

ქვეყნები, რომლებიც კორონავირუსით გამოწვეულ კრიზისს ყველაზე სწრაფად გადალახავენ

ქვეყნები, რომლებიც კორონავირუსით გამოწვეულ
ქვეყნები, რომლებიც კორონავირუსით გამოწვეულ კრიზისს ყველაზე სწრაფად გადალახავენ

2021 წელს მსოფლიო სწრაფად შეძლებს კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული კრიზისის დაძლევას, თუმცა ზოგიერთი ქვეყანა ამ ტენდენციას შეიძლება ჩამორჩეს. ამის შესახებ გამოცემა Bloomberg-ი წერს. 

ექსპერტების ვარაუდით, კორონავირუსის პანდემიის შემდეგ, აშშ-ისა და ჩინეთის ეკონომიკა მსოფლიოში ყველაზე სწრაფად აღდგება. ექსპერტთა ასეთი პროგნოზები ემყარება იმ ფაქტს, რომ შეერთებულ შტატებსა და ჩინეთში ვაქცინაცია სწრაფი ტემპებით მიმდინარეობს და მთავრობები მკაცრ მონეტარულ პოლიტიკას იცავენ. მათი პროგნოზით, გლობალური ეკონომიკა რეკორდული სისწრაფით აღდგება და 50 წელზე მეტი ხნის განმავლობაში  6.9 პროცენტით გაიზრდება.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელის, კრისტალინა გეორგიევას განცხადებით, ვაქცინაცია საკვანძო მნიშვნელობის ფაქტორია. 

"ვაქცინები ჯერ არ არის ხელმისაწვდომი ყველასთვის და ყველგან. ძალიან ბევრი ადამიანი კარგავს სამუშაო ადგილს და იზრდება სიღარიბის დონე. ზედმეტად ბევრი ქვეყანა ჩამორჩება", - განაცხადა კრისტალინამ.

მსოფლიო ეკონომიკის აღდგენის მთავარი მამოძრავებელი ძალა შეერთებული შტატები გახდება, ხოლო ისეთი ქვეყნები როგორიცაა, საფრანგეთი, გერმანია, იტალია, დიდი ბრიტანეთი და იაპონია - მათი ეკონომიკა შემცირებას გააგრძელებს. განვითარებად ქვეყნებს შორის, ყველას ჩინეთი გაუსწრებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system