თავში

კელი დაგნანმა ,,ბახვი ჰესის" ენერგეტიკული მნიშვნელობა შეაფასა

კელი დაგნანმა ,,ბახვი ჰესის" ენერგეტიკული მნიშვნელობა შეაფასა
კელი დაგნანმა ,,ბახვი ჰესის ენერგეტიკული მნიშვნელობა შეაფასა

საქართველოში აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი აცხადებს, რომ „ბახვი ჰესის“ ეკონომიკური მიზანშეწონილობის კვლევის ხელმოწერა წინგადადგმული ნაბიჯია აშშ-საქართველოს თანამშრომლობაში.

„ძალიან მოხარული ვარ, რომ ვესწრები „ბახვი ჰესის“ ეკონომიკური მიზანშეწონილობის კვლევის ხელმოწერას. ეს არა მხოლოდ მწვანე ენერგეტიკის სფეროში საქართველოს ლიდერობაზე მიუთითებს, ეს არის ასევე წინგადადგმული ნაბიჯი აშშ-საქართველოსა და „ცერბერუს ფრონტიერის“ თანამშრომლობაში. ძალიან მნიშვნელოვან სექტორში, საქართველოს ენერგოუსაფრთხოებისა და დამოუკიდებლობისთვის ბევრი შრომა იქნა ჩადებული ადგილობრივ დასახლებებთან კოორდინაციასა და მაღალი გარემოსდაცვითი სტანდარტების შექმნაში. გვიხარია, რომ ჰესი სამუშაო ადგილებისა და ენერგეტიკის მნიშვნელოვან წყაროდ რჩება“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ კომპანია „ცერბერუს ფრონტიერ ჯორჯიასთან“ მემორანდუმი გააფორმა. პროექტი ითვალისწინებს გურიის მხარეში „ბახვი ჰესის“ აშენებას, რომლის დადგმული სიმძლავრე 12მგვტ, ხოლო წლიური გამომუშავება 50მგვტ.სთ იქნება, სავარაუდო ინვესტიცია კი – 16 მლნ აშშ დოლარს შეადგენს. პროექტის განხორციელებას უშუალოდ მშენებლობაზე 300, ხოლო მუდმივად 20 სამუშაო ადგილი შეიქმნება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system