თავში

კენკროვანი კულტურების წარმოების პოტენციალი სამეგრელოში

კენკროვანი კულტურების წარმოების პოტენციალი სამეგრელოში
კენკროვანი კულტურების წარმოების პოტენციალი სამეგრელოში

დასავლეთ საქართველოში კენკროვანკულტურების მიმართ ინტერესი მატულობს. როგორც ადგილობრივი მეწარმეები ამბობენ, მარწყვი, მაყვალი და ჟოლო რეგიონში საკმაოდ ფართოდ არის გავრცელებული და მომხმარებელთა დიდ ყურადღებას იმსახურებს. როგორც ,,ხილ–კენკროვან კულტურათა განვითარების ასოციაციის" დამფუძნებელი, მეწარმე ნანა ფიფია report.ge-თან აღნიშნავს, სასოფლო-სამეურნეო კულტურებს შორის კენკროვნები სამეგრელოში ერთ-ერთი ძვირად ღირებული მაღალი პოტენციალის მქონე კულტურაა, რომლის ნაყოფის სარეალიზაციო ბაზარი პერსპექტიულია.

როგორც ნანა ფიფია ამბობს, თავიდან კენკროვანი კულტურების გაშენების იდეას ბევრი სკეპტიკურად უყურებდა, თუმცა დამოკიდებულება შეიცვალა და ბევრი ადგილობრივი ფერმერი ცდილობს, რომ კენკროვნების წარმოება დაიწყოს, ზოგიც, უკვე დაწყებული საქმიანობის გაფართოებას ცდილობს.

,,რეგიონის ბუნებრივ ნიადაგურ–კლიმატური პირობებიდან და სოფლის მოსახლეობის მცირე მიწიანობიდან გამომდინარე, თანამედროვე აგრო-ტექნოლოგიების გათვალისწინებით შესაძლებელია კენკროვანი კულტურების ფართოდ გავრცელება. ხარისხიანი, ნატურალური პროდუქტის წარმოება მოგვცემს შესაძლებლობას, რომ ვაწარმოოთ როგორც ადგილობრივი ისე ევროპული ბაზრისათვის მაღალი სასაქონლო ღირებულების მქონე კონკურენტუნარიანი ეკოლოგიურად სუფთა პროდუქცია. 10 წელია, რაც ბაზარზე ვართ, ძალიან დაგვეხმარა საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების USAID/NEO-ს მიერ რეგიონში გატარებული პროექტები, რომელთა მეშვეობითაც განხორციელდა მარწყვის, უეკლო მაყვლის, ჟოლოს, კულტურული, მაღალმოსავლიანი ჯიშების შემოტანა. დამუშავდა მათი მოვლა – მოყვანის აგროტექნოლოგია. ჩვენი ასოციაცია ძირითადად მარწყვის, მაყვალის და ჟოლოს წარმოებაში დასაქმებულ ფერმერებს აერთიანებს. მიგვაჩნია, რომ რეგიონში კონკროვნების დიდი პოტენციალია, რაც ხელს უწყობს სოფლად სამუშაო ადგილების გაჩენას, გამოიწვევს სოფლად მოსახლეობის დამაგრებას, დემოგრაფიული პრობლემების მოგვარებას, მაღალი სასაქონლო ღირებულების, კონკურენტუნარიანი, ეკოლოგიურად სუფთა საექსპორტო პოტენციალის მქონე ევროპული სტარდარტების პროდუქციის წარმოებას და იმპორტის ჩანაცვლებას", - ამბობს ნანა ფიფია report.ge-თან.

წალენჯიხელი ფერმერის, ჯემალ კვარაცხელიას ინფორმაციით, კენკროვანი კულტურების მიმართ დიდი ინტერესის მიუხედავად, რეგიონში შემნახველი საწარმოების დიდი დეფიციტია, რაც წარმაობის ზრდას სერიოზულ დაბრკოლებას უქმნის.

,,აქამდე მიიჩნეოდა, რომ რეგიონის წამყვანი კულტურა თხილი იყო. ეს ნამდვილად ასეა, მაგრამ პარალელურად შეგვიძლია განვავითაროთ კენრკოვანი, ასევე კურკოვანი კულტუირები, რის პოტენციალიც დიდია. ბოლო დროს გლეხებმა უფრო აქცენტი აიღეს მოცვის კულტურის წარმეობაზე, მეტნაკლებად ვიტარდება კივი და ფეიხოა, განსაკუთრებულ მოვლას არ საჭიროებს, მომგებიანიცაა. მე, მაგალითად, ფული რომ მქონდეს გავაშენებდი ხურმას, ლეღვის პლანტაციას, ვაშლს, მსხალს და ტყემალს, ძალიან მომგებიანია. თუმცა მერე პრობლემის წინაშე ვდგებიათ, რადგან შესანახი საწარმოები არ არის და რეალიზაციის პრობლემა შეიძლება გაჩნდეს. ამის გამო ფერმერს როგიორი გულითაც არ უნდა სურდეს, რისკის გაწევას ერიდება", - ამბობს წალენჯიხელი ფერმერი.

რაც შეეხება ექსპორტს, კომპანია,Georgias Natural Organic-მა 2018 წელს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დახმარებით კომპანიამ მაღალტექნოლოგიური ახალი საწარმოს აშენება და არსებულის სრული გადაიარაღება შეძლო. ამჯამად ის პრემიუმ ხარისხის „ორგანული კატეგორიის“ ხილის, კენკრის და ბოსტნეულისგან დამზადებულ ბოთლირებულ და ნახევარფაბრიკატ პროდუქტებს აწარმოებს.

სააგენტოს ცნობით, პანდემიით გამოწვეული კრიზისის მიუხედავად Georgias Natural Organic-მა 2020 წელს იაპონიაში ქართული კივის, ხოლო ჩინეთში მშრალი ასკილის ექსპორტი განახორციელა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system