თავში

კერძო ბაღები დიდი ალბათობით გაძვირდება

კერძო ბაღები დიდი ალბათობით გაძვირდება
კერძო ბაღები დიდი ალბათობით გაძვირდება

კერძო ბაღების ასოციაცია ხელისუფლებას მათთვის რეკომენდაციების შემუშავების დაჩქარებას სთხოვს. 

კერძი ბაღები, სახელმწიფო ბაღებისაგან განსხვავებით, მთელი წელი მუშაობენ, წელს პანდემიის გამო დაიხურა და დიდი ფინანსური ზარალი ნახეს, რის გამოც გახსნის ნებართვას ითხოვენ.

ასოციაცია ჯანდაცვის სამინისტროს პროტოკოლის სამუშაო ვერსიას არ ეთანხმება. 

მათი თქმით, ბაგა-ბაღებისთვის რეკომენდაციების პაკეტის სამუშაო ვერსია ითვალისწინებს 5 კვადრატულ მეტრზე ერთი ბავშვის დაშვებას, რასაც ასოციაციის თქმით, ეს სეგმენტი ვერ გადაიტანს და ბაღების უმეტესობა გაკოტრდება. კერძო სექტორი ხელისფლებას სთავაზობს ბავშვის დაშვების არეალი 2 კვადრატულ მეტრამდე შემცირდეს. 

კერძო ბაღების მფლობელები არც მომსახურების გაძვირებას გამორიცხავენ. ასოციაციის თქმით, პროტოკოლით გაწერილი მოთხოვნები დამატებითი ხარჯების გაღებას საჭიროებს, რის გამოც ბაღების მენეჯმენტს გადასახადების გაზრდა მოუწევთ.

"ფართები ჰვაქვს ნაქირავები. სექტემბერში თუ მიღება არ განვაახლეთ, მოგვიწევს ფართის დატოვება. ეს იმას ნისნავს, რომ სამსახურს დაკარგავენ აქ დასაქმებულები, შემცირდება ბიუჯეტში შენატანები, რაც, არავის არ აწყობს. ჯგუფში არაუმეტეს 15 ბავშვის ნებართვა რომ მოგვცენ, შევძლებთ გავაგრძელოთ ფუნქციონირება. ეს ნიშნავს იმას, რომ ერთ ბავშვზე 2 კვადტარული მეტრის ფართი იქნება გათვალისწინებული. თუ ასე არ მოხდა და 8-10 ბავშვზე მეტს ვერ განვათავსებთ თითო ჯგუფში, ამას დამატებითი რესურსი დასჭირდება, ადამიანურიც და მატერიალურიც, რაც გაგვიზრდის ხარჯს და იძულებული გავხდებით გავაძვიროთ გადასახადები," - ამბობენ კერძო ბაღების ასოციაციაში.

შეგახსენებთ, ბაგა-ბაღების მუშაობა ახალი რეგულაციებით განახლდება. სკოლამდელი დაწესებულებებისთვის იმოქმედებს შრომითი ინსპექციის მიერ შედგენილი წესი. ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, დიდი ალბათობით, ჯგუფებში ბავშვების რაოდენობა შემცირდება. პროტოკოლის სამუშაო ვერსიაში ასევე ნათქვამია, რომ ბაგა-ბაღებში, მხოლოდ ისეთი სათამაშოები უნდა გამოიყენონ, რომლებიც სადენზინფექციო ხსნარით დამუშავდება. სააღმზრდელო დაწესებულებაში შესვლამდე სავალდებულო იქნება თერმოსკრინინგის გავლა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system