თავში

ხალხი საპენსიო რეფორმას არ ენდობა - რას ფიქროებენ ფინანსისტები

ხალხი საპენსიო რეფორმას არ ენდობა - რას ფიქროებენ ფინანსისტები
ხალხი საპენსიო რეფორმას არ ენდობა - რას ფიქროებენ ფინანსისტები

მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობა საპენსიო რეფორმას არ ენდობა. ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევით დადასტურდა, რომ მოსახლეობის 57 პროცენტს არ სჯერა, რომ როდესაც პენსიაზე გავა, დაგროვილი თანხით ისარგებლებს. ამავე კითხვაზე დადებითი პასუხი მხოლოდ 30 პროცენტს აქვს.

კვლევის მიხედვით, 40 წლამდე მოსახლეობის 71 პროცენტისთვის მისაღებია მხოლოდ ის, რომ საპენსიო ფონდში ხელფასის 2 პროცენტის ნებაყოფლობით გადარიცხონ. ამავე ასაკის კატეგორიის მხოლოდ 7 პროცენტისთვის არის მისაღები რომ საპენსიო ფონდში ხელფასის ნაწილის გადარიცხვა სავალდებულო იყოს.

ფინანსისტი ვახტანგ ხომიზურაშვილი საუბრობს რამდენიმე მიზეზზე, რამაც მისი თქმით, ხალხი საპენსიო რეფორმის მიმართ უნდობლად განაწყო. როგორც მან ,,report.ge"-ს განუცხადა, მოსახლეობას საპენსიო ფონდის მიმართ პესიმისტური მოლოდინი ჩამოუყალიბდა და სახელმწიფოს მოუწევს დიდი ძალისხმევა, რომ ეს  ნეგატიური განწყობა გააქარწყლოს.

,,მოსახლეობა საპენსიო რეფორმის მიმართ უნდობლად არის განწყობილი, რადგან ქვეყანაში რეალურად არის ეროვნული ვალუტის მიმართ გაუფასურების მოლოდინი. ეს ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორია. გარდა ამისა, პრაქტიკულად არ არის დაბანდების ობიექტები განსაზღვრული, ამ შემთხვევაში ბანკებს ალტერნატივა არ აქვთ და ხალხი ამის გამოც ვერ რისკავს. მესამე მიზიზეია ის, რომ საქართველოს არ გააჩნია ეკონომიკური განვითარების სტრატეგია, და ამ დროს ყველა ნეგატიურად არის განწყობილი და ფიქრობს, რომ დაგროვილი თანხის კვალიფიციურად განკარგვის მხრივ პრობლემა ყოველთვის იარსებებს. ცხადია, რომ სახელმწიფოს ამ განწყობის გასაქარწყლად დიდი ძალისხმევა დასჭირდება", - განუცხადა ვახტანგ ხომიზურაშვილმა report.ge-ს.

როგორც კველვაშია აღნიშნული, 40 წელს ზემოთ გამოკითხულთა 90 პროცენტი აცხადებს, რომ არ არის ჩართული სახელმწიფო საპენსიო პროგრამაში, დადებითი პასუხი ჰქონდა მხოლოდ 8 პროცენტს. ამავე კითხვაზე, "არა" უპასუხა 40 წლამდე მოსახლეობის 71 პროცენტმა. ამავე ასაკობრივ კატეგორიაში, დადებითი პასუხი გამოკითხულთა მხოლოდ 27 პროცენტს ჰქონდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system