თავში

ხალხს პირუტყვის გამოზამთრება უჭირს

ხალხს პირუტყვის გამოზამთრება უჭირს
ხალხს პირუტყვის გამოზამთრება უჭირს

ვეტერინარების ინფორმაციით, საქონლის გამოზამთრება ფერმერებს წელს უფრო მეტად გაუჭირდებათ, ვიდრე აქამდე, რადგან პირუტყვის საკვებია გაძვირებული.  როგორც სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ასოციაციის წარმომადგენელი, ვეტერინარი ამირან კოჩალიძე აღნიშნავს, კვების პრობლემა შეიძლება გახდეს ძირითადი მიზეზი, რის გამოც  საქონლის სულადობა წელს, სავარაუდოდ, შემცირდება.

გარდა ამისა, როგორც ვეტერინარი აღნიშნავს, სულადობასთან ერთად, პირუტყვის პროდუქტიულობა მცირდება, რასაც ჯანსაღი საკვები ბაზის არარსებობა იწვევს.

,,გლეხების უმეტესობას პირუტყვის შენახვისა და მოვლის შესაძლებლობა არ აქვს. ამის ერთ-ერთი მიზეზი საქონლის საკვების მაღალი ფასია. ,2019 წელთან შედარებით, 2020 წელს საქონლის საკვები, ე.წ. ნამჯა, 5 ლარით გაძვირდა და ფასი წელსაც მატულობს. რეგიონებში მოსახლეობის დიდ ნაწილს საქონლის საკვებზე ხელი ნაკლებად მიუწვდება, შესაბამისად, პირუტყვი არასრულფასოვნად იკვებება რაც პროდუქტიულობაზე აისახება და ამავე დროს ფასები როგორც ხორცზე, ასევე რძესა და რძის პროდუქტებზე გაზრდილია. პრობლემაა საქონლის სადგომებთან დაკავშირებითაც, მათი ნახევარზე მეტი მოთხოვნებს არ პასუხობს, მაგრამ ყველაზე მეტად პრობლემა მაინც კვებაა. თითქმის ყველა რეგიონში საძოვრების დეფიციტია. ერთწლიანი კულტურები (მაგალითად, იონჯა) რომ მასობრივად ითესებოდეს და მოგვყავდეს, მაშინ ეს პრობლემა არ იქნებოდა.  ასეთ პირობებში ხალხი იძულებულია პირუტყვი გაყიდოს. რეალურად თუ გვინდა, რომ მესაქონლეობაში ზრდა გვქონდეს, საჭიროა ბუნებრივი სათიბ-საძოვრების ძირეული გაუმჯობესება. საზამთრო და საგაზაფხულო საძოვრებს დიდი ყურადღება უნდა მიექცეს. განვითარების პოტენციალი მეცხოველეობაში ნამდვილად არის და უნდა ავითვისთ", - ამბობს ამირან კოჩალიძე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system