თავში

ხარაგაულის წყალარინების სისტემისთვის 2 მილიონია გათვალისწინებული

ხარაგაულის წყალარინების სისტემისთვის 2 მილიონია გათვალისწინებული
ხარაგაულის წყალარინების სისტემისთვის 2 მილიონია გათვალისწინებული

წყალმომარაგების კომპანიამ დაბა ხარაგაულის წყალარინების (კანალიზაციის) სისტემის პროექტირება-მშენებლობაზე ტენდერი გამოაცხადა. დაინტერესებულ პირებს წინადადებების წარდგენა 15 ნოემბრიდან - 20 ნოემრბის ჩათვლით შეეძლებათ. 

სამუშაოების ღირებულება 2 მილიონ ლარზე მეტია. 

"დღეის მდგომარეობით დაბა ხარაგაულში არ არსებობს წყალარინების ცენტრალიზებული სისტემა, რაც გარემოს დაბინძურების რისკებთან არის დაკავშირებული. პროექტის ფარგლებში მოეწყობა კანალიზაციის ჭები, გამყვანი კოლექტორი და წყალარინების ქსელი. გამარჯვებული კომპანია ვალდებული იქნება სამუშაოები 8 თვეში დაასრულოს, რის შემდეგაც დაბა ხარაგაულის მოსახლეობა წყალარინების გამართული ინფრასტრუქტურით შეძლებს სარგებლობას“, - განმარტავენ წყალმომარაგების კომპანიაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system