თავში

ხარაგაულში ქუჩის კალათბურთის მოედანი მოეწყობა

ხარაგაულში ქუჩის კალათბურთის მოედანი მოეწყობა
ხარაგაულში ქუჩის კალათბურთის მოედანი მოეწყობა

2020 წელს ხარაგაულში ქუჩის კალათბურთის მოედანი მოეწყობა.

ახალგაზრდა ინიციატორთა კავშირის პროექტი, ქუჩის კალათბურთი(street ball) ხარაგაულში პოპულარულია.

როგორც report.ge-ს ხარაგაულის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, სპორტის ეს სახეობა ერთადერთია ხარაგაულში, რომელშიც ყველაზე მეტი ახალგაზრდაა ჩართული და ის, ზაფხულობით ორ ასაკობრივ ჯგუფში ტარდება.

გამომდინარე იქედან, რომ პროექტის ჩასატარებლად ახალგაზრდებს არ ქონდათ შესაბამისი ინფრასტრუქტურა, გადაწყდა კალათბურთის მოედანი მოეწყოს ღია ცის ქვეშ, საფეხბურთო სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ასევე, იქნება დასასვენებელი, თავისუფალი სივრცე.

კალათბურთის მოედნის მოწყობა რეგიონული განვითარების ფონდიდან ფინანსდება და პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდება ასევე ხარაგაულის საფეხურთო მოედანს.

საერთო ჯამში, სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის ხარაგაულში 247 505 ლარია გამოყოფილი. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system