თავში

ხე-ტყის (მორის) მოძრაობისა და მოცულობის ანგარიშგება გაციფრულდება

ხე-ტყის (მორის) მოძრაობისა და მოცულობის ანგარიშგება გაციფრულდება
ხე-ტყის (მორის) მოძრაობისა და მოცულობის ანგარიშგება გაციფრულდება

ხე-ტყის (მორის) მოძრაობა და მოცულობის ანგარიშგება გაციფრულდება. ამას ითვალისწინებს პროექტი „მდგრადი სატყეო საქმიანობის გაძლიერება საქართველოში: Timbeter-ის ინოვაციური ხე-ტყის (მორის) საზომი ტექნოლოგიის განხორციელება“, რომელიც დაფინანსებულია ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ. პროექტის ფარგლებში, კომპანია „Timbeter”, კომპანიასთან „Green Advisor” ერთად, საქართველოში ხე-ტყის (მორის) მოძრაობის და მოცულობის ანგარიშგების გაუმჯობესების ხელშეწყობის ინტერნეტ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული აპლიკაციას დანერგავს. პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს ხე-ტყის მოძრაობის და მოცულობის ანგარიშგების გაუმჯობესებას, დაეხმარება ტყის მართვისა და ზედამხედველობის ორგანოებს ტყითსარგებლობასა და ტყის დაცვის სფეროში სახელმწიფო კონტროლის ეფექტიანად განხორციელებაში.

დღეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები - ნინო თანდილაშვილი და იური ნოზაძე ესტონეთის რესპუბლიკის ელჩს საქართველოში, რიინა კალიურანდს შეხვდნენ. შეხვედრაზე მხარეებმა პროექტის „მდგრადი სატყეო საქმიანობის გაძლიერება საქართველოში: Timbeter-ის ინოვაციური ხე-ტყის (მორის) საზომი ტექნოლოგიის განხორციელება“ დეტალები და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

შეხვედრაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ მადლობა გადაუხადა ესტონეთის მთავრობას საქართველოს მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ მჭიდრო თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება.

როგორც შეხვედრაზე ესტონეთის რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში, რიინა კალიურანდმა აღნიშნა, ესტონეთის რესპუბლიკა კვლავ აქტიურად გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას სატყეო რეფორმის განხორციელებაში და მდგრადი გარემოსდაცვითი მიმართულებების პროცესების წარმართვაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system