თავში

ხელფასის მსყიდვითუნარიანობა 15 წლის წინანდელ დონეზეა

ხელფასის მსყიდვითუნარიანობა 15 წლის წინანდელ დონეზეა
ხელფასის მსყიდვითუნარიანობა 15 წლის წინანდელ დონეზეა

საქართველოში ხელფასის მიმღებ პირთა რაოდენობა, 90-იან წლებთან შედარებით განახევრდა. ცალკე პრობლემაა არსებული ხელფასის მსყიდვითუნარიანობა, რომელიც სპეციალისტების ერთი ნაწილის შეფასებით, 2004-2005 წლების დონეს გაუტოლდა. მდგომარეობის გამოსაწორების ეკონომიკური რესურსი, ფაქტობრივად, ამოწურულია და ხელფასის ზრდის ტემპი ვეღარ უსწრებს მშპ-ს ზრდის ტემპს. ნაკლებად მოსალოდნელია, ვითარება მომდევნო წლების განმავლობაშიც შეიცვალოს.

სტატისტიკოსი სოსო არჩვაძე ამბობს, რომ ყოველი 100 ოჯახიდან ხელფასის მიმღებთა რაოდენობა 40-ს არ აღემატება. სიტუაციის გამოსწორება საბოლოოდ მშპ-ს მაჩვენებელზეა დამოკიდებული, რა მიმართულებითაც ქვეყანას ყველაზე მეტად აქვს პრობლემა.

,საშუალო ხელფასის მსყიდვითუნარიანობა, რეფორმამდელ, 90-იანი წლების დონეს რომ შევადაროთ, გადასცდა. 2014 წლისთვის ხელფასის მსყიდვითუნარიანობა უფრო მაღალი იყო, ვიდრე ვთქვათ, 1988 წელს, მაგრამ მაშინ ხელფასის მიმღებთა რაოდენობა საქართველოში 2,3 მლნ ადამიანი იყო. ახლა ეს მაჩვენებელი 750 ათასამდეა. დაახლოებით 1000 კაციდან 430 იღებდა, ახლა 210, ხელფასის ზრდის ტემპით კი მშპ-ს ზრდის ტემპს ვერ ვუსწრებთ. 

ყველაზე პიკური წელი ეკონომიკაში იყო 1988 წელი, არც მანამდე და არც შემდეგ ასეთი ზრდა არ გვქონია. 1995 წლამდე კი გვქონდა კატასტროფული ვარდნა, ეკონომიკა 100%-დან 26,5%-მდე შემცირდა. ახლა ჩვენ ნელ-ნელა ვიბრუნებთ ნორმალური ცხოვრების რეჟიმს, რასაც განვითარებული საბაზრო ეკონომიკა ჰქვია. აღსანიშნავია ისიც, რომ 2003 წელს საშუალო ხელფასი 125 ლარი იყო, მაგრამ ამით შეიძლება გეყიდა 20-22 კგ. ხორცი. ახლა, მიუხედავად ამისა, რომამ პროდუქტის ფასი კატასტროფულად გაიზარდა, ჩვენი ხელფასის მსყიდვითუნარიანობა გაცილებით მეტია. სწორება სხვა მიმართულებით, მაგალითად, მეტი სამუშაო ადგილის შექმნაზე უნდა გავაკეთოთ", - ამბობს არჩვაძე. 

სპეციალისტები საუბრობენ იმაზეც, რომ საქართველოში საშუალო ხელფასი რეალურად 500 ლარს არ აღემატება. ამიტომ სოციალური პასუხისმგებლობა უნდა გამოიჩინოს მენეჯმენტმა რომ ადამიანების შრომა დაფასდეს, ეს არის ყველა დროის მთავრობის საზრუნავი და მაქსიმალური ყურადღება უნდა დაეთმოს სახელმწიფო პროგრამას, რაც შრომის ანაზღაურების სტრუქტურას გააუმჯობესებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system