თავში

ხელოვნური ბალახი - ყველა სეზონის საკვები პირუტყვისთვის

ხელოვნური ბალახი - ყველა სეზონის საკვები პირუტყვისთვის
ხელოვნური ბალახი - ყველა სეზონის საკვები პირუტყვისთვის

პირუტყვის საკვებად მწვანე მასის წარმოების უწყვეტ შესაძლებლობას ხელოვნური ბალახი იძლევა, რომელიც თანამედროვე ტექნოლოგიურ აღჭურვას მოითხოვს და პირუტყვის კვების საუკეთესო მეთოდად მიიჩნევა. ამის შესახებ report.ge-თან სოფლის მეურნეობის სფეროს სპეციალისტი, პაატა აროშიძე საუბრობს. მისი თქმით,  ბალახის ინტენსიური წარმოების დანადგარი ჰიდროფონიკით აღჭურვილი კონტეინერია, რომელიც საშუალებას აძლევს ფერმერს, უწყვეტად, ყოველდღიურად აწარმოოს მწვანე ბალახი, განსაკუთრებით იმ გეოგრაფიულ არეალში, სადაც ზამთარი მკაცრია. 

,,ჩვენ ვიცნობთ პირუტყვის კვების 2 მეთოდს - საძვრებსა და ბაგურ კვებას. იმის გამო, რომ საქართველოს სოფლის მეურნეობა, განსაკუთრებით აჭარა, მცირემიწიანობით გამოირჩევა და ძირითადი საძოვრები მთებში იალაღებზეა,  ბაგურ კვებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, თუმცა გაცილებით ხარჯიანია, მიუხედავად იმისა, რომ  დაბალანსებული კვების რაციონის გამო მეტი პროდუქტიულობით გამოირჩევა. გარდა ამისა, პირუტყვის კვების იდეალურ შესაძლებლობას იძლევა ხელოვნური ბალახი - მწვანე მასა. ეს არის არაჩევეულებრივი ჯეჯილი, რომელიც ძალიან გამოსადეგია საქონლის საკვებად", - ამბობს report.ge-თან ააროშიძე.

აჭარის აგროსერვისცენტრის წარმომადგენლის, გოჩა ბერიძის თქმით, ჰიდროფონიკის საშუალებით ბალახი მაქსიმალურ ზრდას 7-8 დღეში აღწევს ძროხას დღეში სჭირდება დაახლოებით 20-24 კილოგრამი მწვანე მასა, რომელსაც 3,5 კილოგრამი მარცვლიდან მიიღება, შედეგი კი განსაცვიფრებელია. თუმცა საკმაოდ ძვირი ღირს.

,,დანადგარის ღირებულება  ფერმისთვის დაახლოებით 20-25 ათასი დოლარია. თითო კონტეინერი დღიურად 380 კგ. ბალახის წარმოება შეუძლია, რაც წლიურად 126 ტონას შეადგენს. ეს იმდენივეა, რაც 12 ჰექტარ მიწაზე მოსული ბუნებრივი ბალახი.  ამ მეთოდის გამოყენებით პირუტყვის წველადობა 3-4- ლიტრის ფარგლებში შეიძლება გაიზარდოს. ბალახის წარმოების პროცესი კი შეუფერხებლად წარიმართოს", - ამბობს ბერიძე.

მისივე ინფორმაციით,  ჰიდროპონიკაზე მოყვანილ მწვანე საკვებს შეუძლია მთლიანად ჩაანაცვლოს თივა, ნამჯა სილოსი და სენაჟი. მერძეული პირუტყვის მწვანე მასით კვება კი უხეში საკვებით კვებასთან შედარებით 2 -ჯერ იაფი ჯდება, რძის მიღება კი 30 %-ით იზრდება.

დანადგარს აჭარაში რამდენიმე მესაქონლე ფერმერი იყენებს, რომლებსაც ტექნიკა აგროსერვის ცენტრის მიერ ,,ENPARD AJARA - სოფლის მეურნეობის განვითარების მხარდაჭერა აჭარის რეგიონში პროგრამის" ფარგლებში გადაეცათ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system