თავში

"ხეთის მანდარინს“ გეოგრაფიული აღნიშვნების სტატუსი მიენიჭა

"ხეთის მანდარინს“ გეოგრაფიული აღნიშვნების სტატუსი მიენიჭა
ხეთის მანდარინს“  გეოგრაფიული აღნიშვნების სტატუსი მიენიჭა

„ხეთის მანდარინს“ გეოგრაფიული აღნიშვნების სტატუსი მიენიჭა. Report.ge-ს ცნობით, ამის შესახებ ინფორმაციას "საქპატენტი" ავრცელებს.

"ხობის მუნიციპალიტეტში წარმოებული მანდარინის განსაკუთრებულობა სახელმწიფოს მიერ დადასტურდა. „ხეთის მანდარინი“ გეოგრაფიული აღნიშვნების სახელმწიფო რეესტრს დაემატა. რეგისტრაციაზე განაცხადით საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრ-„საქპატენტს“ ასოციაცია „ხეთის მანდარინმა“ მიმართა.სპეციფიკაციების მიხედვით „ხეთის მანდარინი“ ოქროსფერ-ყვითელია, რომელიც სიმწიფესთან ერთად გადადის ნარინჯისფერში. აქვს განსაკუთრებული გემო: გამახალისებელი მომჟავო-მოტკბო, დაბალანსებული შაქრიანობა მჟავიანობის თანაფარდობით და მკაფიოდ გამოხატული არომატით.ხეთის მანდარინის განსაკუთრებულობა, უნიკალურობა და მაღალი ხარისხი განპირობებულია რიგი ფაქტორებით. ციტრუსოვანთა ბაღები გაშენებულია ურთის მთის სამხრეთ კალთაზე, ზღვის დონიდან საშუალოდ 30-80 მეტრ სიმაღლეზე", - აღნიშნულია განცხადებაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system