თავში

"ხოფის ბაზრობის“ მოვაჭრეები საიჯარო გადასახადისგან გათავისუფლდებიან

"ხოფის ბაზრობის“ მოვაჭრეები საიჯარო გადასახადისგან გათავისუფლდებიან
ხოფის ბაზრობის“ მოვაჭრეები საიჯარო გადასახადისგან გათავისუფლდებიან

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, მცირე მეწარმეები, რომლებიც ე.წ. ხოფას ბაზრობაზე ახორციელებენ თავიანთ საქმიანობას, ძირითადი საიჯარო გადასახადისგან გათავისუფლდებიან.

,,ე.წ. „ხოფის ბაზრობის“ მოვაჭრეები გათავისუფლდებიან ძირითადი საიჯარო გადასახადისგან. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ახლა არ არის დრო გავზარდოთ გადასახადები და გადასახადების თვითნებურად გაზრდის შემთხვევაში შესაბამისი რეაგირება მოხდება“ - განაცხადა მთავრობის თავმჯდომარემ.

ე.წ. ხოფის ბაზრობაზე საქმიანობას 1405 მოიჯარე ეწევა. ისინი პირველი ივლისიდან, 5 თვის ვადით, გათავისუფლდებიან საიჯარო გადასახადებისგან.

აჭარის მთავრობის მეთაურმა მოიჯარეებს პირადად აცნობა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system