თავში

ხონი-წყალტუბოს 16,5 მილიონიანი გზა წელს დასრულდება

ხონი-წყალტუბოს 16,5 მილიონიანი გზა წელს დასრულდება
ხონი-წყალტუბოს 16,5 მილიონიანი გზა წელს დასრულდება

ძეძილეთი-გორდი-ნოღას გზის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს. აღნიშნული გზით, ხონის და წყალტუბოს მუნიციპალიტეტები უმოკლესი მანძილით დაუკავშირდება ერთმანეთს.

ამის შესახებ report.ge-ს საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს.

უწყების ცნობით, სამუშაოები,სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 16 541 661 ლარია. პროექტი 2020 წლის ბოლომდე დასრულდება.

პარალელურ რეჟიმი, ხონის მუნიციპალიტეტში, საავტომობილო გზების დეპარტამენტი მათხოჯი-ხიდი-გორდა-კინჩხას გზის 14 კმ-იან (კმ1-კმ14) მონაკვეთზე პერიოდული შეკეთების სამუშაოებს ახორციელებს. სამუშაოების სავარაუდო ღირებულება 3.5 მლნ. ლარია.

ძეძილეთი-გორდი-ნოღას საავტომობილო გზა ადგილობრივი მნიშვნელობისაა და მათხოჯი-ხიდი-გორდი-კინჩხას და ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზებს შორის კავშირს უზრუნველყოფს. აღნიშნული გზასოფლებს:გაღმა ნოღა, გამოღმა ნოღა და ძეძილეთი,საქართველოს საავტომობილო გზების ქსელთან აკავშირებს.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის შეფასებით, პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია ტურისტული თვალსაზრისითაც, შემცირდება გადაადგილების დრო და მანძილი პრომეთეს მღვიმედან ოკაცეს კანიონის მიმართულებით, ხოლო პრომეთეს მღვიმედან 60 კმ-ის ნაცვლად ოკაცეს კანიონში მისვლა მხოლოდ 20 კმ-ის გავლით იქნება შესაძლებელი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system