თავში

ხორცი, ყველი, ხილი - კიდევ რა გაძვირდა საქართველოში

ხორცი, ყველი, ხილი - კიდევ რა გაძვირდა საქართველოში
ხორცი, ყველი, ხილი - კიდევ რა გაძვირდა საქართველოში

ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2020 წლის იანვარში წლიურმა ინფლაციამ 6.4 პროცენტი შეადგინა, ხოლო დეკემბერთან შედარებით ფასები 0.7 პროცენტით გაიზარდა. 

ეროვნულ ბანკში განმარტავენ, რომ იანვარში, დეკემბერთან შედარებით, ინფლაციაზე ყველაზე მნიშვნელოვანი გავლენა (0.3 პროცენტული პუნქტი), სეზონური ფაქტორების გამო, იმერული ყველის 10 პროცენტით გაძვირებას ჰქონდა. 

3 პროცენტით გაძვირდა იმპორტული სიგარეტი (გავლენა ინფლაციაზე 0.1 პპ). 

საპირისპიროდ, 17 პროცენტით გაიაფდა საზღვარგარეთ მოგზაურობა, რამაც თვის ინფლაცია 0.2 პპ-ით შეამცირა. 

ეროვნული ბანკის შეფასებით, წლიურ გამოხატულებაში, იანვრის ინფლაციაში ყველაზე მნიშვნელოვანი წვლილი ასევე იმერულმა ყველმა და სიგარეტმა შეიტანა (გაძვირება შესაბამისად, 23 და 21 პროცენტი, ხოლო წვლილი ინფლაციაში 0.6 და 0.5 პპ). 

ძროხის ხორცის, ვაშლის და ბენზინის გაძვირების გავლენა ინფლაციაზე ჯამურად 0.8 პპ იყო. 

მთლიანობაში, სურსათის წლიურმა ინფლაციამ 11.8 პროცენტი შეადგინა. 

სამომხმარებლო კალათაში სურსათის მაღალი წონიდან (27.3 პროცენტი) გამომდინარე, მისი გავლენა ინფლაციაზე კვლავ მაღალი (3.3 პ.პ) რჩება. 

საბაზო ინფლაცია, რომელიც სამომხმარებლო კალათიდან გამორიცხავს მაღალი მერყეობით გამორჩეულ სურსათის, ენერგომატარებლების და თამბაქოს ფასებს, იანვარში მთლიან ინფლაციაზე მნიშვნელოვნად ნაკლები იყო და წლიურად 3.4 პროცენტს შეადგენდა. 

საბაზო ინფლაციაზე დაკვირვება მნიშვნელოვანია ფასების დონის გრძელვადიანი ტრენდის შეფასებისთვის.

იანვარში წლიურმა ინფლაციამ იმპორტირებულ საქონელზე 5.7 პროცენტი, ხოლო ადგილობრივად წარმოებულ საქონელზე 7.2 პროცენტი შეადგინა. 5.4 პროცენტით გაძვირდა შერეული საქონელი.

2020 წლის იანვარში, ხანმოკლე და ხანგრძლივი მოხმარების საქონელზე ფასებმა, შესაბამისად, 1.5 და 0.3 პროცენტით მოიმატა. 

საშუალო ხანგრძლივობის მოხმარების საქონელსა და მომსახურებაზე ფასებმა შესაბამისად 1.5 და 0.3 პროცენტით დაიკლო. 

წლიური მაჩვენებლების მიხედვით, ხანმოკლე და ხანგრძლივი მოხმარების საქონელზე ფასებმა, შესაბამისად, 8.6 და 4.7 პროცენტით მოიმატა. 3.9 პროცენტით გაიზარდა ფასები მომსახურებაზე, ხოლო საშუალო ხანგრძლივობის მოხმარების საქონელზე ფასებმა 0.2 პროცენტით იკლო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system