თავში

ხორცის ბურგერები ვეგეტარიანელებისთვის

ხორცის ბურგერები ვეგეტარიანელებისთვის
ხორცის ბურგერები ვეგეტარიანელებისთვის

"Impossible Foods"-ის ბურგერები, ცოტა ხნის წინ გამოჩნდა, ამერიკის დასავლეთ სანაპიროზე. ერთი შეხედვით, რთულია მიხვდე, რა გამოარჩევს მას, სამყაროსთვის უკვე კარგად ნაცნობი ბურგერისგან, თუმცა მისი ჭამა ვეგეტარიანელებსაც თავისუფლად შეუძლიათ. მიზეზი, რის გამოც ამ ბურგერის მირთმევა ყველას შეუძლია, არის მცენარეული ხორცი. როგორც კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, მათი შექმნილი "ხორცით" დამზადებული ბურგერი, გემოვნური თვისებებით არაფრით ჩამოუვარდება ტრადიციულს. გემო ნამდვილად ხორცის არის, ხოლო შემადგენლობა აბსოლუტურად მცენარეულია.  "Impossible Foods"-ის დამზადებული მცენარეული ხორცის ბურგერები, ამ მომენტისთვის ამერიკის მასშტაბით 129 მაღაზიაში იყიდება, ხოლო მისი დაგემოვნება უკვე 17 000 რესტორანშია შესაძლებელი. 

კომპანიის წარმომადგენლების თქმით, 2020 წლის შუა პერიოდამდე, ამერიკის შეერთებულ შტატებს სრულად დაფარავენ და ექსპორტიც ამ პერიოდიდან დაიგეგმება. რთული სათქმელია როდის, ან სად შეიძლება, ქართველმა ვეგეტარიანელებმა "Impossible Foods"-ის ბურგერები დააგემოვნონ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system