თავში

ხულო-ზარზმის გზის რეაბილიტაცია გაზაფხულიდან გააქტიურდება

ხულო-ზარზმის გზის რეაბილიტაცია გაზაფხულიდან გააქტიურდება
ხულო-ზარზმის გზის რეაბილიტაცია გაზაფხულიდან გააქტიურდება

ხულო-ზარზმის გზის რეაბილიტაცია გაზაფხულიდან გააქტიურდება. ამის შესახებ ჟურნალისტებს უწყების ხელმძღვანელმა, ირაკლი ქარსელაძემ განუცხადა.

ამჟამად ხულო-ზარზმის მონაკვეთზე კლიმატური პირობების გამო, შეუძლებელია რამე სამუშაოების წარმოება. თუმცა, პროგრესი აღნიშნულ მონაკვეთზე უკიდურესად სუსტია. შესაბამისი ხელშეკრულების ფარგლებში, ორივე ლოტზე, გამოსწორებასთან დაკავშირებით შეტყობინებები კომპანიასთან გაიგზავნა, რაც მათ აუცილებლად მყისიერად უნდა გამოასწორონ, როგორც კი კლიმატური პირობების გათვალისწინებით ამის შესაძლებლობა ექნებათ“, – აღნიშნა ქარსელაძემ.

შეგახსენებთ,  იტალიურმა კომპანია „ტოდინმა" ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება ვერ შეასრულა, რის გამოც ხელშეკრულება შეუჩერდა. 

ამ კომპანიას ავტობანის სამტრედია-გრიგოლეთის მონაკვეთიც უნდა აეშენებინა. ორივე შემთხვევაში კომპანიას ხელშეკრულებები შეწყვეტილი აქვს.

"ტოდინი" ხულო-ზარზმის მონაკვეთზე საკუთარ შეცდომას გამოასწორებს, სამტრედია-გრიგოლეთის გზის მშენებლობას კი ტენდერით სხვა კომპანია გადაიბარებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system